აპრილის გათამაშების გამარჯვებული ცნობილია

აპრილის გათამაშების გამარჯვებული ცნობილია

აპრილის თვის გათამაშების გამარჯვებული ცნობილია.

გუშინ ჩვენს ყველაზე 10 აქტიურ მომხმარებელს დავუსვით შემდეგი კითხვა: ვინ უკაპიტნა "ბარსელონას" ქალთა გუნდს "კამპ ნოუზე" გამართულ ისტორიაში პირველ თამაშში, "ესპანიოლის" წინააღმდეგ?

კითხვა ერთი შეხედვით რთულია, მაგრამ ეს ამბავი არა შორეულ წარსულში, არამედ წელს მოხდა და გარდა ამისა, ამ თემას საინტერესო სტატია ჩვენმა საიტმაც მიუძღვნა.

პირველი სწორი პასუხის ავტორი იყო Joakim Brodén, რომელიც ბარსელონას 2-კაციანი საგზურის გათამაშებაში ჩაერთვება.

მაისის თვიდან კი გათამაშების წესებში ცვლილება შედის: გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეეძლება ჩვენი საიტის ყველა რეგისტრირებულ წევრს, რომელიც გათამაშების წესებს აკმაყოფილებს, იმის მიუხედავად, თუ რამდენ კომენტარს წერს. ასევე იცვლება ისიც, რომ ყოველი თვის ბოლოს კითხვები დაისმება მხოლოდ გასული ერთი თვის განმავლობაში ჩვენს საიტზე დამატებული მასალებიდან. ეს ნიშნავს, რომ გათამაშებაში მონაწილეობის მიღება და გამარჯვება გაცილებით ადვილდება, ხოლო თუ ჩვენი საიტის ერთგული მკითხველი ხართ, თქვენთვის კიდევ უფრო მარტივი იქნება.

გაეცანი გათამაშების წესებს დეტალურად.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 2 მაისი 2021 16:10
    1
    სამწუხაროა, რო ვერ მოვახერხე მანდ მონაწილეობა, სასიამოვნოა როცა პირად მოწვევას იღებ ბარასამანიადან.
    Culé [?]
    #1 1 მაისი 2021 16:49
    0
    გილოცავ, 1 ნაბიჯით წინ ხარ 😁 წარმატებები 🤘