ჩემი სიტყვებით - ალექსია პუტელიასი

ჩემი სიტყვებით - ალექსია პუტელიასი

6 წლის ხარ, პირველ ოცნებას იხდენ და „კამპ ნოუზე“ „ბარსელონას“ თამაშს ესწრები, თანაც დერბის. 20 წლის შემდეგ იგივე სტადიონი, იგივე მეტოქე, ისტორიული თამაში, შენ „ბარსელონას“ კაპიტანი ხარ, შენი გუნდი ფავორიტია, მაგრამ გოლის გატანა უჭირს, ამ დროს კი ანგარიშს შენ ხსნი და რამდენიმე წამით აანალიზებ, თუ რა ხდება შენს თავს. ასეთ სცენარზე ალბათ ძალიან ბევრს უოცნებია, მაგრამ მიზნისთვის ძალიან ცოტას მიუღწევია. თუმცა არის შემთხვევა, როდესაც ოცნებაც კი ზედმეტია.

ალექსია პუტელიასი 6 წლის ასაკში საკუთარ თავს „კამპ ნოუზე“ თამაშზე ოცნების უფლებასაც კი ვერ მისცემდა. იმ დროს რომელი გოგონა გაბედავდა ამაზე ოცნებას? ბოლო წლებში „ბარსელონაში“ ქალთა ფეხბურთს დიდი ყურადღება მიექცა და შედეგიც სახეზეა - „ბლაუგრანა“ ესპანეთის მასშტაბით აშკარად საუკეთესო გუნდია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში სტაბილურად გადის და ერთხელ გემო ფინალსაც გაუგო.

გუნდის ერთ-ერთი ლიდერი 26 წლის კატალონიელი, ვიცე-კაპიტანი ალექსია პუტელიასია, რომელსაც „ბარსელონას“ მიმართ სიყვარული ბავშვობიდანვე აკავშირებს. რამდენიმე დღის წინ კი, 6 იანვარს, „ესპანიოლთან“ გამართულ დერბიში პუტელიასმა „კამპ ნოუზე“ კარიერაში პირველად ითამაშა. შეხვედრაში, რომელიც „ბარსამ“ 5-0 მოიგო, ანგარიში სწორედ ალექსიამ გახსნა. სწორედ ამ თამაშს და მისგან მიღებულ ემოციებს ეძღვნება ალექსია პუტელიასის ბლოგი, რომელიც მან გამოაქვეყნა „ბარსელონას“ ტრადიციულ რუბრიკაში „ჩემი სიტყვებით“.

სალამი კულეებო! ახლა, როდესაც უკვე რამდენიმე დღეა გასული, მინდა, „კამპ ნოუზე“ ჩვენი პირველი თამაშის გამოცდიელბაზე გესაუბროთ. როგორც იცით, დაბადებიდან „ბარსელონას“ გულშემატკივარი ვარ, რის გამოც ეს დღე, ჩემთვის, განსაკუთრებული იყო. ამ დღეზე მთელი საშობაო პერიოდის განმავლობაში ვსაუბრობდით. ჩემმა დეიდამ მითხრა, რომ პირველი თამაში, რომელსაც „კამპ ნოუზე“ დავესწარი, სწორედ „ბარსელონა“-„ესპანიოლი“ იყო. იმ დროს 6 წლის ვიყავი. იმ საღამოს სურათები ისევ შენახული გვაქვს, ერთ-ერთი მათგანი კი „ბარსას ბაბუასთან“ ერთად მაქვს გადაღებული.

სტადიონზე ავტობუსით მივედით მოლეტის მხარდამჭერ კლუბთან ერთად, რომლის წევრიც ახლაც ვარ. ვინ იფიქრებდა, რომ ერთ დღესაც მეც ვითამაშებდი! ეს ნათლისღების საუკეთესო საჩუქარი იყო. შექმნილი ვთარების გამო ნათლისღების საჩუქრები 5 იანვრის საღამოს მივიღე, რადგან მეორე დილიდან თამაშზე უნდა ვყოფილიყავი ფოკუსირებული. თავიდან სიმშვიდეს ვინარჩუნებდი, მაგრამ ბოლო წუთებში ჩემს მუცელში პეპლები დაფრინავდნენ...

ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორი იქნებოდა სათამაშო მოედნიდან დანახული „კამპ ნოუ“... თუმცა, ყოველთვის ვცდილობ ხოლმე, აქცენტი უშუალოდ თამაშზე, მეტოქესა და ჩემს თანაგუნდელებზე გავაკეთო და არა - სტადიონზე. საღამოს, როდესაც „კამპ ნოუზე“ მივდიოდით, გაკვირვებული დავრჩი. არ ვიცოდი, რომ „მინიესტადისგან“ აღარაფერი დარჩა. შუქნიშანზე გავჩერდი და ჩემში ყველა მოგონება დაბრუნდა. დრო მოვიდა! მთელი გუნდი სტადიონზეა. მოედნის საფარის შესამოწმებლად გამოვედი. გარწმუნებთ, რომ გვირაბიდან გამოსვლის დროს შესანიშნავ სანახაობას უყურებთ და ეს ხდება ტრიბუნებზე გულშემატკივრების არყოფნის პირობებშც კი!

ამ დღეს გუნდის კაპიტნობა პატივი იყო. როდესაც სამოტივაციო სიტყვას წარმოვთქვამდი, თანაგუნდელებს ვუთხარი, ყველანაირი ემოცია გვერდზე გადაედოთ და აქცენტი უშუალოდ თამაშზე გაეკეთებინათ. ცოტათი სამწუხარო იყო, რომ სიამოვნების მიღებაზე არ უნდა გვეფიქრა, უბრალოდ თამაში უნდა მოგვეგო და ჩემპიონატის მოგებისკენ მორიგი ნაბიჯი გადაგვედგა. მხოლოდ სახლში დაბრუნებისა და ჩანაწერის ნახვის შემდეგ აანალიზებ, რომ ნამდვილად „კამპ ნოუზე“ ითამაშე.

ვაღიარებ, ვერ ვაცნობიერებდი, თუ სად ვთამაშობდი, სანამ შეხვედრა არ დასრულდა. პირველ ტაიმში ბევრი მომენტი შევქმენით, ზოგიერთი მათგანი ძალიან სახიფათო, მაგრამ გატანას ვერ ვახერხებდით. შეიძლება იფიქროთ, რომ ეს ნერვიულობის ბრალი იყო, მაგრამ ეს არაფერ შუაშია. პირადად მე შინაგან ვფიქრობდი, რომ ისევ იოჰან კრუიფის სახელობის სტადიონზე ვთამაშობდით. მე რამდენიმე კარგი შანსი მქონდა, განსაკუთრებით გამოსარჩევია პატრის პასი და განვრისხდი, როდესაც ის ვერ გამოვიყენე. თუმცა საკუთარი თავის რეაბილიტაცია 44-ე წუთზე, კუთხურის შემდეგ მოვახდინე. მწვრთნელებს ნათქვამი ჰქონდათ, რომ „ესპანიოლის“ სუსტი მხარე ახლო ძელი იყო და სწორედ აქ დავიკავე ადგილი. კაროს ჩაწოდება იდეალური იყო, საჭირო იყო მხოლოდ სწორი მიმართულება და სიმაღლე. უკვე დრო იყო ავმხტარიყავი და ბურთი მარჯვნივ გამეშვა, რადგან ჩემი მეურვე მავიწროვებდა. შესაბამისი სიძლიერისა და ტრაექტორიის წყალობით ბურთი შორეულ ძელთან შევარდა.

ამაღელვებელი იყო იმის დანახვა, რომ ბურთი ბადეში გაეხვა. ამაყი ვიყავი, განსაკუთრებით ჩემი ოჯახის გამო. გოლის აღნიშვნისა და ჩვენს ნახევარზე დაბრუნების შემდეგ, რაღაც მომენტში მარტო ვიყავი და სწორედ ამ დროს გავაანალიზე, რომ „კამპ ნოუზე“ ჩემი პირველი გოლი გავიტანე. თუმცა 10 წამის შემდეგ ისევ თამაშზე ვიყავი ფოკუსირებული. ყოველთვის ვიცოდი, რომ დერბის მოვიგებდით. როდესაც მელმა მესამე გოლი გაიტანა, გუნდმა შვება იგრძნო. ბოლოსდაბოლოს სიამოვნებისთვის თამაში დავიწყეთ. ყველაფერი უფრო გამარტივდა, რადგან მეტოქეც დაიღალა.

5-0 მოგების შემდეგ ყველანი წარმატების აღსანიშნავად შევიკრიბეთ. ამ ყველაფერს ტკბილმწარე გემო დაჰკრავდა, რადგან რაღაც გვაკლდა - გულშემატკივრები.

ეს წარმატება ყველა იმ ადამიანს ეძღვნება, რომლებიც ჩვენთან ერთად უნდა ყოფილიყვნენ, განსაკუთრებით გულშემატკივრებს, რომლებიც იოჰან კრუიფის სტადიონზე მხარს ყოველთვის გვიჭერდნენ, ასევე ჩვენს მეგობრებსა და ოჯახებს, რომლებიც უპირობო მხარდაჭერას გვიცხადებდნენ. მადლობა კლუბს ჩვენთვის სტადიონის კარის გაღებისთვის. იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში ეს კიდევ მოხდება, მაგრამ ამჯერად გულშემატკივრები ჩვენთან უფრო ახლოს იქნებიან.

Força Barça!

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Kolxi
    სტუმარი [?]
    #8 11 იანვარი 2021 18:57
    0
    პ მ-თი უნდა შეცვალო და კაკრას აჯდება 😁
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 11 იანვარი 2021 17:41
    2
    ძალიან სასიამოვნო წასაკითხი იყო, წარმატებები გოგონებს იმედია ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგას მოიგებენ
    Culé [?]
    #6 11 იანვარი 2021 16:52
    4
    ბიჭები რასაც ვერ თამაშობენ გოგოები ანაზღაურსბენ სამაგიეროდ😂😂
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 11 იანვარი 2021 16:42
    4
    დაფრინავენ ესენი ❤️
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ბასქუ10
    სტუმარი [?]
    #4 11 იანვარი 2021 15:44
    5
    ძალიან მაგარ ფორმაში არიან, ვინც შეხვდათ ყველას და ყველაფერს გადაუარეს და იმედია ყველაფერს მოიგებენ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 11 იანვარი 2021 15:04
    5
    გლიჯავენ გოგოები და იმედია წლის ბოლოს ტრიპლეტს ეგენი მაინც გააძრობენ. კაპიტანი კიდე ასეთი უნდა ზუსტად❤️
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    Culé [?]
    #2 11 იანვარი 2021 14:29
    5
    წარმატებები ქალთა გუნდს და იმედია თქვენს გამარჯვებებს მალე გულშემატკივრები სტადიონიდან იხილავენ.
    Ronaldinho..
    სტუმარი [?]
    #1 11 იანვარი 2021 14:20
    4
    ❤️:)