საბალეტამ მესისა და აგუეროზე ისაუბრა
წარსულში ცნობილმა არგენტინელმა ფეხბურთელმა პაბლო საბალეტამ მისი თანამემამულეების, ლიონელ მესისა და სერხიო აგუეროს მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
ამ ეტაპზე, ვფიქრობ, მესის ტრანსფერი ცოტათი ძნელი იქნება, მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება. კლუბში ლაპორტას მისვლისა და სპორტული სტაბილურობის წყალობით, ჩემი აზრით, ის ისევ ბედნიერი იქნება. ჩანს, რომ ლეო ახლა უკვე ბედნიერია. იგი მოედანზე ყველაფერს აკეთებს.
აგუერო "ბარსაში"? დიახ, ამას ვვარაუდობ. თუ ის ფიზიკურად ჯანმრთელი იქნება, მინიმუმ 2 სეზონს მაღალ დონეზე ჩაატარებს.
- ციტირებს საბალეტას სიტყვებს SER Catalunya.
ლეო მესი ამ დროისთვის დარჩენასთან ძალიან ახლოსაა. გავრცელებული ცნობებით, მას "ბლაუგრანასთან" გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმება უნდა.
რაც შეეხება აგუეროს, "მანჩესტერ სიტის" შემტევი, დიდი ალბათობით, ზაფხულში "ბარსას" უფასოდ შეუერთდება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]