უსმან დემბელეს ახალი პრობლემა გამოუჩნდა
TV3-ის ინფორმაციით, უსმან დემბელეს ახალი პრობლემა გამოუჩნდა - ფრანგი ფეხბურთელი ბოლო პერიოდია, მენჯის მიდამოში დისკომფორტს გრძნობს.
"ბარსელონას" ექიმებმა კლუბის მთავარ მწვრთნელს, რონალდ კუმანს ურჩიეს, რომ უსმანს დასასვენებლად რაც შეიძლება, მეტი დრო მისცეს - ფეხბურთელის მოედანზე გამოყვანა მხოლოდ მაშინაა რეკომენდირებული, თუ გუნდს ის აუცილებლად სჭირდება.
უსმანმა უკანასკნელი ტრავმა 23 აპრილს მოირჩინა. "ბარსელონაში" თამაშის პერიოდში, ის ლაზარეთში მთლიანობაში, 736 დღე იმყოფებოდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]