ბარსელონასთან მატჩამდე ხოსე მარია ხიმენესმა და რენან ლოდიმ გუნდის ვარჯიში გამოტოვეს | SPORT
8 მაისს, თბილისის დროით 18:15 საათზე, კატალონიის "ბარსელონას" ლა ლიგის ერთ-ერთი გადამწყვეტი მატჩი ელის, რომელშიც მადრიდის "ატლეტიკოს" დაუპირისპირდება.
ახლა კი, Diario SPORT-ის ინფორმაციით, "როხიბლანკოს" დღევანდელ ვარჯიშს ხოსე მარია ხიმენესი და რენან ლოდი აკლდნენ, რომელთაც კუნთის დაზიანება აწუხებთ.
წყაროს ცნობით, დიეგო სიმეონეს გუნდის უკანახაზელებმა ინდივიდუალურად ივარჯიშეს, რათა ტრავმის მოშუშება შეძლონ.
ურუგვაელის "ბლაუგრანასთან" თამაში გამორიცხული არაა, თუმცა - არც დადასტურებული. რაც შეეხება ლოდის, ბრაზილიელს "ბარსასთან" შეხვედრაში დაბრუნება გაუჭირდება.
ამჟამად, "ჩოლოს" შეგირდები პრიმერა დივიზიონის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფებიან, "ლურჯ-ბროწეულისფერები" კი მათ 2 ქულით ჩამორჩებიან.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]