მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ალდო როვირას ჯილდო მიიღო
"ბარსელონას" მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ალდო როვირას ჯილდო მიიღო, რომელიც კატალონიური გრანდის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს გადაეცემა.
კლუბის ოფიციალური საიტის ინფორმაციით, გასული წლის ოქტომბერში, მედიის წარმომადგენელთა მეშვეობით, გამოვლინდა, რომ 2019/20 წლების სეზონში "ბარსას" საუკეთესო ფეხბურთელი სწორედ გერმანელი კარის დარაჯი იყო.
წყაროს ცნობით, ტერ შტეგენს კუთვნილი პრიზი დღეს გამართულ სავარჯიშო სესიამდე გადაეცა. ცერემონიას "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა ხელმძღვანელობის სხვა წევრებთან ერთად ესწრებოდა. ასევე, დაჯილდოებაზე ალდო როვირას ჯილდოს პრეზიდენტი, ბორხა როვირა და მისი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.
აღნიშნული პრიზი "ბლაუგრანას" ყოფილმა დირექტორმა, ჟოზეპ ლუის როვირამ თავისი შვილის, ალდოს პატივსაცემად დააარსა, რომელიც 2009 წელს, 37 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა.
ალდო როვირას გამარჯვებულები სეზონების მიხედვით:
- 2009/10 - ლეო მესი
- 2010/11 - ლეო მესი
- 2011/12 - ერიკ აბიდალი
- 2012/13 - ლეო მესი
- 2013/14 - ხავიერ მასკერანო
- 2014/15 - ლეო მესი
- 2015/16 - ლუის სუარესი
- 2016/17 - ლეო მესი
- 2017/18 - ლეო მესი
- 2018/19 - ჟერარ პიკე
- 2019/20 - მარკ-ანდრე ტერ შტეგენი
როგორც ვხედავთ, ლიონელ მესი, 6 გამარჯვებით, რეკორდსმენია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]