ლაპორტა: "ჩვენ დავიმსახურეთ ესპანეთის ჩემპიონობა"

ლაპორტა: "ჩვენ დავიმსახურეთ ესპანეთის ჩემპიონობა"

ლაპორტა: "ჩვენ დავიმსახურეთ ესპანეთის ჩემპიონობა"


კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ კომენტარი გააკეთა ესპანეთის ჩემპიონობის სტატუსის მოპოვების შემდეგ. შეგახსენებთ, რომ პრიმერადივიზიონის ბოლო ტურის მატჩი რამდენიმე საათის წინ დასრულდა, "ბარსამ" 4:0 გაანადგურა "ვალიადოლიდი" და გახდა ესპანეთის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ.

"მე მოვედი "ბარსელონაში" მხოლოდ და მხოლოდ გასამარჯვებლად. ძალიან მიხარია, რომ "ვალიადოლიდი" დავამარცხეთ და ზედიზედ მეორედ გავხდით ესპანეთის ჩემპიონები. წინ საპრეზიდენტო არჩევნებია და მთავარია ყველაფერმა ორიგინალურად ჩაიაროს და არანაირი გაყალბება არ მოხდეს." განაცხადა ლაპორტამ AS–თან ინტერვიუში.

თუ ვინ გახდება "ბარსას" ახალი პრეზიდენტი ამას 13 ივნისს გავიგებთ, სწორედ ამ დღეს შედგება არჩევნება.

წყარო: soccer.ru

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.