”ბერნაბეუზე” შაკირას სიმღერები აკრძალეს

”ბერნაბეუზე” შაკირას სიმღერები აკრძალეს

როგორც წესი, მადრიდის ”რეალის” სტადიონზე, ”სანტიაგო ბერნაბეუზე” ყოველი მატჩის დღეს გაიგებდით შაკირას Waka-waka-ს. თუმცა ახლა სიტუაცია შეიცვალა.

”სანტიაგო ბერნაბეუს” მესვეურების მუსიკების კოლექციაში შაკირას მყარად ჰქონდა თავისი ადგილი განმტკიცებული. ვერ გეტყვით ეს უბრალო დამთხვევაა, თუ არა, მაგრამ ცხადია, რომ ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც კოლუმბიელმა პოპ-ვარსკვლავმა თავისი პირადი ცხოვრება კატალონიის ”ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების მცველს, ხერარდ პიკეს დაუკავშირა და ამის შესახებ მან თავის მიმდევრებს სოციალური ქსელის საშუალებით ამცნო.

ასეა თუ ისე, შაკირა ”ბერნაბეუდან” გაქრა. მადრიდელებს მისი მოსმენა მხოლოდ რადიოს საშუალებით შეეძლებათ...

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.