ოფიციალურად: უეფას ვერდიქტი ცნობილია
უეფამ სუპერ ლიგიდან გასულ 9 კლუბს, მათგან ბოდიშის მიღების შემდეგ კარი ისევ გაუღო. სუპერ ლიგას ჯამში 12-ვე კლუბის შემადგენლობით 2 დღეც არ უარსებია, ახლად შექმნილმა ორგანიზაციამ გულშემატკივართა აბსულუტურ უმეტესობაში უკმაყოფილება გამოიწვია, რის შედეგადაც 9 კლუბმა მისი დატოვება გადაწყვიტა.
ამასთან დაკავშირებით უეფას პრეზიდენტის, ალექსანდრ ჩეფერინის პოზიცია შედარებით ტოლერანტული იყო.
ამის შემდეგ უეფამ რამდენიმე თეზისიანი განცხადება გამოაქვეყნა, რომელიც ამ კლუბებისათვის მომავალში დაკისრებულ ვალდებულებებს აერთიანებს:
- კლუბებმა უეფას მიერ შექმნილ თითოეულ გადაწყვეტილებას უნდა სცენ პატივი და უყოყმანოდ უნდა დაემორჩილონ ორგანიზაციის შექმნილ სისტემას.
- კლუბები დარჩებიან უეფას შემადგენლობაში და მიიღებენ მონაწილეობას ყველა იმ ტურნირზე, რომელზე კვალიფიცირებასაც სეზონის მიხედვით შეძლებენ.
- კლუბები შეუერთდებიან ევროპულ საკლუბო ასოციაციას, რომელიც უეფას მიერ აღიარებული ერთადერთი ჭეშმარიტი ორგანიზაციაა.
- კლუბები არ დაიშურებენ ძალებს, რათა სუპერ ლიგის დატოვების საკითხი ბოლომდე მიიყვანონ.
- კლუბები 15 მილიონ ევროს არა ჯარიმის სახით გადაიხდიან, არამედ ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაში ჩადებენ, რითაც ფეხბურთის გავრცელებას შეუწყობენ ხელს.
- კლუბებს მომდევნო სეზონში უეფას ტურნირებიდან მიღებული შემოსავლის 5% დაუკავდებათ.
- კლუბები თანხმდებიან იმაზე, რომ სუპერ ლიგის მსგავსი ორგანიზაციის ძებნისა და იქ გაწევრიანების სურვილის შემთხვევაში დაეკისრებათ 100 მილიონი ევრო ჯარიმის სახით, კლუბების ვალდებულებათა დეკლარაციის რომელიმე პუნქტის დარღვევის შემთხვევაში კი ეს ჯარიმა 50 მილიონი ევრო იქნება.
- თითოეული კლუბი მოქმედებს 2019 წელს უეფასა და კლუბებს შორის მიღწეული მემორანდუმის მიხედვით, რომელიც სწორედ ევროპულ კლუბთა ასოციაციის მიერ არის დადგენილი.
აღნიშნული განცხადება იმ 9 კლუბს შეეხება, რომლებმაც სუპერ ლიგა დატოვეს, ანუ რეალურად ისინი სერიოზულ სასჯელს გადაურჩნენ. რაც შეეხება სუპერ ლიგის შემადგენლობაში დარჩენილ 3 კლუბს, "რეალს", "იუვენტუსსა" და "ბარსას", მათ საკითხს უეფას სადისციპლინო კომიტეტი გადახედავს. შესაბამისად, არაა გამორიცხული ისინი ევროტურნირებიდან მოიხსნან.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]