ფლეი ოფში ბარსელონა ბ-ს მეტოქე ცნობილია
ცოტა ხნის წინ ესპანეთის სეგუნდა B დივიზიონის ფლეი ოფების წილისყრა გაიმართა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ცნობილი გახდა "ბარსელონა ბ-ს" მეტოქე.
"ბარსა ბ" ესპანეთის რანგით მე-3 დივიზიონიდან მე-2 დივიზიონმდე გადასასვლელი ფლეი ოფის 1/2-ფინალურ შეხვედრაში "მურსიას" დაუპირისპირდება. ერთმატჩიანი დაპირისპირება 16 მაისს გაიმართება.
ფლეი ოფის ნახევარფინალში 16 გუნდი მონაწილეობს. აქედან 8 ფინალში გავა, რომელშიც გამარჯვებული 4 გუნდი სეგუნდა დივიზიონში თამაშის უფლებას მოიპოვებს.
გარსია პიმიენტას გუნდს გასულ წელს ზედა დივიზიონში აღზევების კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა, ახალგაზრდა კატალონიელები ფლეი ოფის ფინალში "საბადელთან" დამარცხდნენ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]