გარსიას ბარსაში ტრანსფერი ლიგის ფინალის შემდეგ გაოფიციალურდება
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "მანჩესტერ სიტის" ცენტრალური მცველის, ერიკ გარსიას "ბარსელონაში" ტრანსფერი ოფიციალურად თვის ბოლოსთვის დადასტურდება.
გავრცელებული ცნობებით, "ბარსასა" და 20 წლის ფეხბურთელს შორის უკვე ყველაფერი შეთანხმებულია. როგორც MD იტყობინება, რომ ესპანელი მოთამაშე კატალონიურ გუნდს ოფიციალურად მას შემდეგ შეუერთდება, რაც "სიტი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს.
ცნობისთვის, ლიგის ფინალი, რომელშიც "სიტი" "ჩელსის" დაუპირისპირდება, 29 მაისს გაიმართება.
ერიკ გარსია 2021/22 წლების სეზონისთვის "ბარსას" პირველი შენაძენი იქნება. ახალგაზრდა მცველი "ბლაუგრანაში" უფასოდ გადმოვა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]