"ბარსელონამ" და "იუვენტუსმა", შესაძლოა, მორიგი ბარტერი განახორციელონ
"ბარსელონას" ნახევარმცველი, მირალემ პიანიჩი, შესაძლოა, "იუვენტუსში" დაბრუნდეს.
RAC1-ის ინფორმაციით, კლუბების წარმომადგენლები ერთმანეთს ცოტა ხნის წინ შეხვდნენ, რათა ბოსნიელის შესაძლო დაბრუნება განეხილათ. ივარაუდება, რომ კატალონიელები პიანიჩს "იუვეს" ურუგვაელ ნახევარმცველში, როდრიგო ბენტანკურში გაცვლიან.
ამ მომენტისთვის მოლაპარაკებები შეჩერებულია, მაგრამ მხარეები შეთანხმდნენ, რომ მას ნებისმიერ მომენტში განაახლებენ. შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულში "ბარსელონამ" და "იუვენტუსმა" არტური და მირალემ პიანიჩი გაცვალეს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.

კომენტარები [ 10 ]