ერიკ გარსიამ "ბარსასთან" წინასწარი კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა
"მანჩესტერ სიტის" ცენტრალური მცველი, ერიკ გარსია ზაფხულში "ბარსელონაში" დაბრუნდება.
როგორც იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო იტყობინება, ესპანელმა უკანახაზელმა კატალონიურ კლუბთან წინასწარი კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულება 2026 წლამდე იქნება ძალაში.
"ბარსელონა" ერთადერთი კლუბი იყო, რომელიც გარსიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. 20 წლის მოთამაშეს კი სწორედ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში გადასვლა სურდა. გარსია "ბარსას" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. ტრანსფერი ოფიციალურად სეზონის ბოლოს დადასტურდება.
შეგახსენებთ, რომ ერიკ გარსია "ბარსელონას" აკადემიის აღზრდილია. ის "ლა მასიაში" 2008-2017 წლებში ირიცხებოდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]