როსელი: "რეალს" კვლავ 5:0 მოვუგებთ"

როსელი: "რეალს" კვლავ 5:0 მოვუგებთ"

ს.კ. "ბარსელონას" პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა, ხმამახალი განცხადება გააკეთა იმასთან დაკავიშრებით, რომ "ლურჯ–ბროწეულისფერები" "მერენგებს" 5:0 მოუგებენ ტრადიციისამებრ. საუბარია "კოპა დელ რეის" ფინალზე, რომელიც 20 აპრილს შედგება "მესტალიაზე".

 

"ვფიქრობ, არც ეს თამაში იქნება გამონაკლისი იმ დანარჩენისგან, რომლებიც მოვიგეთ საკამოდ დამაჯერებლად. ჩვენი გუნდი არ დაარღვევს ტრადიციებს და "თეთრებს" 5:0 მოუგებს "კოპა დელ რეის" ფინალში, რომელიც "მესტალიაზე" გაიმართება. ფეხბურთელები ემზადებიან ამ მატჩისთვის და მზად არიან ყველაფერი გიაღონ გუნდის დასახმარებლად, ასე რომ "რეალის" ფეხბურთელებს ადვილი გასეირნება ნამდვილად არ ელით". დაასრულა "ბლაუგრანას" პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა.

 

შეგახსენებთ, რომ ფინალამდე არცთუ დიდი დრო დარჩა. "ბარსელონა"–"რეალის" დაპირისპირება შედგება 21 აპრილს 00:30 საათზე(ანუ 20 აპრილის ღამის პირველის ნახევარზე), "ვალენსიის" სტადიონ–"მესტალიაზე".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.