სერჟი რობერტომ გამახნევებელი პოსტი გამოაქვეყნა
სერჟი რობერტოსთვის სეზონი დასრულებულია, მას ტრავმის გამო 3 კვირის გამოტოვება მოუწევს.
ეს "ბარსას" ვიცე-კაპიტნისათვის სეზონში მეორე ტრავმაა, თუმცა პირველთან შედარებით გაცილებით მსუბუქი. სწორედ ამასთან დაკავშირებით სერჟიმ ინსტაგრამზე გამამხნევებელი პოსტი გამოაქვეყნა.
"როდესაც სიტუაცია უარესდება, დროა გაიღვიძო და ყველაფერი იღონო ცვლილებისათვის. ფიზიკურად თუ მენტალურად მძიმე პერიოდი მაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, უკეთესი დროც მოვა. შრომით და მონდომებით შევძლებ 100%-ით მზად დავბრუნდე, რათა ვაკეთო ის, რაც ყველაზე მეტად მიყვარს. მადლობა ყველას გამხნევებისათვის."
[media=https://www.instagram.com/p/CO01AgXnYgv/]
რობერტომ ტრავმა თავდაპირველად "ატლეტიკოსთან", პირველი წრის მატჩში მიიღო. დაბრუნების შემდეგ ტრავმა გაუმიზეზდა, ამ დაზიანების გამო კი ის სეზონს ვეღარ ჩაამთავრებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]