"ბარსელონა" ალექსანდერ ისაკს აკვირდება
"რეალ სოსიედადის" შვედმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა, ალექსანდერ ისაკმა, "ბარსელონას" ყურადღება მიიპყრო. ინფორმაციას Marca-ს ჟურნალისტი ლუის როხო ავრცელებს.
კატალონიელები ახალგაზრდა მოთამაშეს ადრეც აკვირდებოდნენ, ამჯერად კი მათ ინტერესზე გავლენას ის ახდენს, რომ ფინანსური კრიზისის გამო ტრანსფერის განხორციელება იმაზე იაფად იქნება შესაძლებელი, ვიდრე ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხაა.
ისაკი Transfermarkt-ის ვერსიით 30 მილიონ ევროდაა შეფასებული, "ბარსას" კი მის სანაცვლოდ დაახლოებით 25 მილიონის გადახდა დასჭირდება.
21 წლის ცენტრფორვარდის ტრანსფერს "ბარსაში" სერხიო აგუეროსა და მემფის დეპაის მოსვლა ხელს არ შეუშლის. დეპაი მხოლოდ ცენტრში არ თამაშობს და ხშირად ფლანგებზე ინაცვლებს, აგუერო კი ძირითად შემადგენლობაში ისედაც არ მოიაზრება. რაც შეეხება ამ პოზიციაზე კიდევ ერთ ფეხბურთელს, მარტინ ბრეითუეიტს - მას, დიდი ალბათობით, კლუბიდან წასვლა მოუწევს.
ალექსანდერ ისაკი 21 წლისაა. 2019 წლიდან დღემდე "სოსიედადის" მაისურით ჩატარებულ 86 მატჩში მის ანგარიშზე 30 გოლია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]