ალექს კოლიადოს ინტერვიუ
"ბარსელონას" სარეზერვო გუნდი სეგუნდა დივიზიონ ბ-დან აღზევებასთან ახლოსაა. კატალონიელებმა სეზონის მეორე ეტაპი მეორე პოზიციაზე დაასრულეს და პლეი-ოფში გადაინაცვლეს, სადაც მალე "უკამ მურსიას" დაუპირისპირდებიან.
"ბარსა ბ-ს" კაპიტანმა, ალექს კოლიადომ, შეხვედრის წინ კლუბის მედიასთან ისაუბრა.
როცა კაპიტანი ხარ, შენი მოვალეობაა, სხვებზე მეტი გააკეთო.
ვცდილობ, მოედანზე გუნდის ლიდერი ვიყო და თანაგუნდელებს ხშირად ვესაუბრო. აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ და კმაყოფილი ვარ იმ შედეგებით, რასაც გუნდი თავდაუზოგავი შრომით აღწევს.
მიზნის მიღწევამდე, რაც სეგუნდა A-ში დაწინაურებაა, მხოლოდ ერთი ნაბიჯი გვაშორებს. ვცდილობთ, სეზონის ბოლო შეხვედრებისთვის მაქსიმალურად მზად ვიყოთ.
მთელი გუნდი ერთიანია და ერთი მიზნისთვის იბრძვის. ჩვენ ყოველდღე ვვარჯიშობთ და ვუმჯობესდებით იმისთვის, რომ პირველ გუნდში მოსახვედრად ნებისმიერ დროს მზად ვიყოთ.
"ბარსაში" წარმატების მიღწევა მინდა. ყოველთვის ვოცნებობდი იმაზე, რომ აქ ვყოფილიყავი, ახლა კი კლუბი მენდობა, რის გამოც მადლობელი ვარ.
უკვე 11 წელია, კლუბის წევრი ვარ და თითოეულ ეტაპზე ვიზრდები. კარგია, რომ მწვრთნელი მენდობა. მინდა, რომ განვითარება განვაგრძო და პირველ გუნდში მოვხვდე, ახლა კი "ბარსა ბ-ზე" ვარ კონცენტრირებული და ვეცდები, გუნდს დაწინაურებაში დავეხმარო.

- განაცხადა კოლიადომ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]