Sport | სელტასთან დე იონგს მორიბა ჩაანაცვლებს
ლა ლიგის 37-ე ტურის შეხვედრას "ბარსელონა" კვირას, "სელტას" წინააღმდეგ გამართავს.
"ლევანტესთან" მიღებული ყვითელი ბარათის გამო რონალდ კუმანს ფრენკი დე იონგის გამოყენება არ შეეძლება. მისი თანამემამულე დისკვალიფიცირებულია.
Sport-ის ვერსიით, ნიდერლანდელის შემცვლელის პირველ ვარიანტად ილაიშ მორიბა განიხილება, სხვა შემთხვევაში კი, შესაძლოა, ნახევარდაცვის ხაზში მირალემ პიანიჩი ან რიკი პუჩი მოგვევლინონ.
იმის გათვალისწინებით, რომ ჩამოთვლილ 3 ნახევარმცველს შორის რონალდ კუმანი ყველაზე მეტად ილაიშ მორიბას ენდობა, დე იონგის მთავარ ალტერნატივად სწორედ ის უნდა მივიჩნიოთ.
37-ე ტურში 10-ვე მატჩი ერთმანეთის პარალელურად ჩატარდება, შესაბამისად, თუ "ატლეტიკომ" "ოსასუნასთან" იმარჯვა, "ბარსა" საჩემპიონო მარათონს უკვე ოფიციალურად ჩამოშორდება. ლა ლიგის ამ უქმეების მატჩები კვირას, 20:30-ზე დაიწყება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]