ფიგუს პროგნოზი "ბარსელონა"–"შახტარზე" – ფრეა

ფიგუს პროგნოზი "ბარსელონა"–"შახტარზე" – ფრეა

მილანის "ინტერის" ელჩმა, ლუიშ ფიგუმ, "ბარსელონა" გააფრთხილა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. მან "ლურჯ–ბროწეულისფერებს" ურჩია არ მოდუნებულიყვნენ "შახტარის" წინააღმდეგ მატჩში და არცერთ შემთხვევაში არ ყოფილიყო მეტოქის დაუფასებლობა.

 

პროტუგალიელი პეპ გვარდიოლას გუნდს ურჩევს უაღრესად ფრთხილად იყვნენ. მას ასევე უჭირს ფავორიტის ამორჩევა "ბარსელონა"–"შახტარის" მატჩიდან. "შახტარი" დღიდღე უფრო დიდ პროგრესს განიცდის. "შახტარს" რამდენიმე ბრაზილიელი ფეხბურთელი ჰყავს, რომლებიც საკუთარ თავებში დარწმუნებულნი არიან და მხოლოდ დადებითი შედეგისთვის გამოვლენ მოედანზე. ძალიან, ძალიან რთული მატჩი ელით "ლურჯ–ბროწეულისფერებს". განაცხადა ლუიშ ფიგუმ. პორტუგალიელის თქმით, დონეცკელებმა უკვე მოხსნეს რეკორდი და გავიდნენ 1/4 ფინალში, თუმცა იმასაც არ გამორიცხავს, რომ უფრო შორსაც წავიდნენ.

 

"ბარსელონამ" შეიძლება იმარჯვოს ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე, ან იმით, რომ მეტი გამოცდილება აქვთ ევროტურნირებზე ასპარეზობისა. სხვა დანარჩენში არამგონია "შახტარის" ფეხბურთელებმა ტოლი დაუდონ". დაასრულა ლუიშ ფიგუმ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.