ფიგუ: ”დროა ”ბარსელონამ” გაიმარჯვოს”

ფიგუ: ”დროა ”ბარსელონამ” გაიმარჯვოს”

”ბარსელონას” და მადრიდის ”რეალის” ყოფილმა ფეხბურთელმა, ლუიშ ფიგუმ თავისი აზრი გამოთქვა მოახლოებული ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური მატჩების წინ.

”არ ვფიქრობ, რომ პრიმერა დივიზიონის და სამეფო თასის თამაშები რაიმე ზეგავლენას მოახდენენ მომავალ მატჩებზე. ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში ყველაფერი სხვაგვარად იქნება. მახსოვს ”რეალის” შემადგენლობაში როგორ ვიგებდი უამრავ ტიტულს. ახლა ჩემი აზრით ”ბარსელონას”  დრო დადგა. კატალონიური გრანდი ფანტასტიკურ ფეხბურთს აჩვენებს” - განაცხადა ლუიშ ფიგუმ.

ლუიშ ფიგუმ კარიერა მილანის ”ინტერში” დაასრულა და ახლა ის სწორედ ამ კლუბში მუშაობს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.