ემერსონმა ბარსელონში სახლი იყიდა - SER

ემერსონმა ბარსელონში სახლი იყიდა - SER

ბრაზილიელი მარჯვენა მცველი ემერსონი კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას Cadena SER ავრცელებს.

ემერსონი ამჟამად "ბეტისში" თამაშობს, მაგრამ მისი უფლებების ნაწილი "ბარსას" ეკუთვნის. წყაროს ცნობით, 22 წლის ფეხბურთელი პრესეზონს "ბლაუგრანასთან" ერთად გაატარებს, რის შემდეგაც იგი კატალონიურ გუნდში დარჩება. მან ბარსელონაში სახლი უკვე შეიძინა.

იგივე წყარო იტყობინება, რომ "ბარსელონა" ემერსონის ტრანსფერს ამ თვის ბოლომდე დააანონსებს. კატალონიური კლუბს ბრაზილიელის დამატების შემთხვევაში "ბეტისისთვის" 9 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

ემერსონმა მიმდინარე სეზონში მონაწილეობა 37 თამაშში მიიღო, 1 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 20 მაისი 2021 17:24
    0
    ანუ პირველ გუნდში დაბრუნდება?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 19 მაისი 2021 17:45
    0
    იმიტომაც აღარ ჩასვა რობერტო ხელშეუხლებლებში ლაპორტამ.
    Culé [?]
    #10 18 მაისი 2021 19:48
    1
    მოვიდა სპეცი ლაპორტა და გუნდის გაძლიერებას შეუდგა
    --------------------
    Nb

    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 18 მაისი 2021 19:21
    0
    ციტატა: me da barca
    ამის უფლებები როგორ გაიყვეს ვერ ჩავწვდი. წლებია ბეტისში თამაშობს, ახლა ბარსაში, რომ გადმოვა 9 მილიონი უნდა გადაუხადონ. მგონი ბეტისს ამდენი არც გადაუხდია ამაში. გამოდის, რომ უფასოდ გადავიდა ბეტისში და ახლა ბონუსად უფრო მეტ თანხას მიიღებს გუნდი.

    ვერც მე ვერ გავიგე, 2 წლის წინ როცა ეს ტრანსფერი მოხდა იწერებოდა რომ ბარსამ და ბეტისმა ამაში თანაბარი თანხა გადაიხადეს (6 მილიონი) და ირწლიანი იჯარის მერე ბარსას საკუთრება ხდებოდა და თუ ბარსას მისი წაყვანა 2 წლის გასვლამდე მოუნდებოდა მხოლოდ ამ შემთხვევაში უნდა გადაეხადა 6 და არა 9 მილიონი, ამ ბართომ რა გააკეთა ამისთანა რო თავდაყირა დგას ამის ამბავი
    Culé [?]
    #8 18 მაისი 2021 18:58
    1
    კარგია მარჯვენა ფრთას კონკურენცია ექნება

    ციტატა: M10 S9 D11
    მოკლედ დაიბრუნებენ ამას და რობერტოს ააცმევინებენ მშვენიერია

    არ მოგწონდა როგორც მახსოვს ადრე

    ციტატა: me da barca
    ამის უფლებები როგორ გაიყვეს ვერ ჩავწვდი. წლებია ბეტისში თამაშობს, ახლა ბარსაში, რომ გადმოვა 9 მილიონი უნდა გადაუხადონ. მგონი ბეტისს ამდენი არც გადაუხდია ამაში. გამოდის, რომ უფასოდ გადავიდა ბეტისში და ახლა ბონუსად უფრო მეტ თანხას მიიღებს გუნდი.

    6-6 მლნ იყიდა ბარსამ და ბეტისმა, პირველი ორი სეზონი იქ უნდა ეთამაშა, რასაც ვადა ახლა გასდის და მერე ბარსა იბრუნებს და უხდის 9 მლნ. თუ ბეტისში დარჩა ბეტისი იხდის 9 მლნ და თუ გაიყიდება მაშინ თანხის 50% + 9 მლნ ერგება მეორე კლუბს ვინც არ უნდა გაყიდოს იგი
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 18 მაისი 2021 18:19
    0
    მოკლედ დაიბრუნებენ ამას და რობერტოს ააცმევინებენ მშვენიერია
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 18 მაისი 2021 17:27
    0
    რობერტო წავა დიდი ალბათობით
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 18 მაისი 2021 16:37
    0
    ამის უფლებები როგორ გაიყვეს ვერ ჩავწვდი. წლებია ბეტისში თამაშობს, ახლა ბარსაში, რომ გადმოვა 9 მილიონი უნდა გადაუხადონ. მგონი ბეტისს ამდენი არც გადაუხდია ამაში. გამოდის, რომ უფასოდ გადავიდა ბეტისში და ახლა ბონუსად უფრო მეტ თანხას მიიღებს გუნდი.
    Culé [?]
    #4 18 მაისი 2021 15:30
    3
    რობერტოს რომ ათასჯერ ჯობია მგონი ცხადია და დესტსაც სკამზე მოსვამს მგონია, დაცვაში კარგია და ახლა ძაან გვჭირდება ძლიერი მცველი. რობერტოს აღარ აძლევენ ახალ კონტრაქტს და იმედია მიხვდება და გააჯვამს. ამ ზაფხულში ლენგლეს, რობერტოს და დემბელეს თუ მოვიშორებთ სულ რომ არავინ იყიდონ მაინც წარმატებული სატრანსფერო ფანჯარა გვექნება.
    ჩავი
    სტუმარი [?]
    #3 18 მაისი 2021 15:25
    1
    ბარსელონას“ ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის, რონალდ კუმანის გათავისუფლება გადაწყვიტა - გვამცნობს RAC1.

    წყაროს ინფორმაციით, ასეთი გადაწყვეტილება მათ პრიმერას 37-ე ტურში „ბარსას“ „სელტასთან“ წაგების შემდეგ (1:2) მიიღეს, რის შემდეგაც კატალონიელებმა ჩემპიონობის თეორიული შანსიც დაკარგეს და მესამე ადგილზე დგანან.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 18 მაისი 2021 15:15
    3
    იმედია ლანგლეს კვალს არ გაჰყვება.
    Feel My Style
    სტუმარი [?]
    #1 18 მაისი 2021 14:55
    5
    კაია, დესტი და ეს კარგ კონკურენციას გაუწევენ ერთმანეთს. რობერტო რა თქმა უნდა გასაშვებია.