ბარსელონას ალვარო მორატაც დაუკავშირეს
"ბარსელონას" თავდასხმის გაძლიერებასთნ დაკავშირებით კიდევ ერთმა სახელმა გაიჟღერა - ალვარო მორატა.
"რეალის" აღზრდილის "იუვენტუსიდან" წასვლა სავსებით შესაძლებელია. Mundo Deportivo-ს ცნობით 28 წლის ფეხბურთელის მომავალი გაურკვეველია. შესაძლოა, ამის მიზეზი ის იყოს, რომ "იუვენტუსს" ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენა ემუქრება.
მორატა "იუვენტუსში" იჯარით თამაშობს. ტურინელებს მისი 45 მილიონ ევროდ გამოსყიდვის, ან 10 მილიონად იჯარის ერთი წლით გახანგრძლივების უფლება აქვთ, მაგრამ თუ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდნენ, დიდი შანსია, ეს უფლება არ გამოიყენონ.
ალვაროს მესაკუთრე კლუბი "ატლეტიკოა", რომლის მაისურითაც ფეხბურთელს ისეთი შედეგები ნამდვილად არ უჩვენებია, რომ მადრიდელებმა მის გაყიდვაზე უარი თქვან.
მიუხედავად იმისა, რომ მორატა "რეალის" აღზრდილია, მისი "ბარსელონაში" გადმოსვლა გამორიცხული მაინც არაა. Mundo Deportivo-ს ცნობით ამის მიზეზი ისაა, რომ ფეხბურთელის აგენტს ხუანმა ლოპესს მატეუ ალემანისთან და კარლეს პლანასთან კარგი ურთიერთობა აქვს.
ალვარო მორატას "რეალისა" და "იუვენტუსის" გარდა "ჩელსისა" და "ატლეტიკოში" უთამაშია. კარიერაში საკლუბო დონეზე ჩატარებულ 446 თამაშში მის ანგარიშზე 166 გოლია, აქედან 42 თამაში და 18 გოლი მიმდინარე სეზონზე მოდის.
ცნობილია, რომ "ბარსელონას" პრიორიტეტი "დორტმუნდიდან" ერლინგ ჰოლანდის დამატებაა. მის ერთ-ერთ ალტერნატივად "სოსიედადის" შვედი შემტევი ისაკი განიხილება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]