ბარსელონასა და UNICEF-ის თანამშრომლობა გრძელდება
"ბარსელონასა" და გაეროს ბავშვთა ფონდს (UNICEF) შორის თანამშრომლობა, მინიმუმ, ერთი წლით გახანგრძლივდა, წერს Cat Radio.
აღსანიშნავია, რომ ბოლო კონტრაქტს მოქმედების ვადა 2020 წლის ივნისში ამოეწურა. გასული სეზონის განმავლობაში კლუბი UNICEF-ის წარწერას მაისურზე ხელშეკრულების გარეშე ატარებდა.
ახალი, 1-წლიანი კონტრაქტით, "ბარსელონა" ფონდისთვის ფინანსურ დახმარებას წყვეტს. 2006 წლიდან მოყოლებული, კლუბი ფონდს, ყოველწლიურად, 1.5 მილიონი ევროთი აფინანსებდა. თუმცა კლუბი ვალდებულებას იღებს, რომ UNICEF-თან ერთად არაერთ სოციალურ პროექტს განახორციელებს, რაც ხელს შეუწყობს ბავშვთა უფლებების დაცვასა და მათთვის ცხოვრების სათანადო პირობების შექმნას.
შეგახსენებთ, რომ 2006-2011 წლებში UNICEF-ის ლოგო მაისურის წინა მხარეს იყო განთავსებული, 2011 წლიდან კი წარწერამ უკანა მხარეს, ნომრის ქვეშ გადაინაცვლა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]