"ბარსელონა" უახლოეს კვირებში 3-4 ტრანსფერის დაანონსებას გეგმავს
"ბარსელონა" გეგმავს, რომ ევროპის ჩემპიონატისა და კოპა ამერიკის დაწყებამდე 3-4 ტრანსფერი დააანონსოს, იტყობინება Ara-ს ჟურნალისტი, ჩავი ერნანდეს ნავარო.
თითქმის გადაწყვეტილია, რომ კატალონიური კლუბი "მანჩესტერ სიტიდან" ორ ფეხბურთელს, სერხიო აგუეროსა და ერიკ გარსიას უფასოდ გადმოიბირებს. ასევე უკვე დიდი ხანია იწერება იმის შესახებ, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერებს" "ლიონის" ნიდერლანდელი თავდამსხმელის, მემფის დეპაის გაფორმება სურთ და სავარაუდოდ, მასაც უფასოდ დაიმატებენ. თუმცა იმაზეც გავრცელდა ინფორმაცია, რომ რონალდ კუმანის წასვლის შემთხვევაში, შესაძლოა, დეპაის ტრანსფერი ჩაიშალოს.
დიდი ალბათობით, ზაფხულში "ბარსელონას" "ბეტისიდან" ემერსონ როიალიც შეუერთდება. 2019 წელს, "ბარსამ" და "ბეტისმა" იმ დროს "ატლეტიკო მინეიროში" მოთამაშე ემერსონის სატრანსფერო თანხა გაიყვეს და შეთანხმდნენ, რომ ბრაზილიელი მარჯვენა მცველი პირველ ორ სეზონს იჯარის წესით, ანდალუსიურ კლუბში გაატარებდა. ახლა კი "ბლაუგრანას" მისი 9 მილიონ ევროდ უკან გამოსყიდვა შეუძლია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]