პაბლო საბალეტა: "ბარსაში" აგუერო ლეოს დასარწმუნებლად მიჰყავთ
COPE-თან ინტერვიუში ლეო მესის თანამემამულემ, პაბლო საბალეტამ სერხიო აგუეროს კატალონიურ გრანდში გადასვლაზე ისაუბრა და ეს პოტენციური ტრანსფერი მესის გუნდში დარჩენაში დარწმუნებას მიაწერა.
"არ ვიცი, თუ რა მდგომარეობაა ლეოს გარშემო, მაგრამ აგუეროს გადასვლა, შესაძლოა, მის დასარწმუნებლად სჭირდებათ. ლეო გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე ფეხბურთელია, სურს ტიტულების მოგება და ამისათვის "ბარსელონაში" მაღალი დონის თანაგუნდელები სჭირდება. აგუეროს მოსვლით "ბარსა" მესისთვის კარგ სპორტულ პროექტად ჩაითვლება."
"ჩემი აზრით, სერხიოს 2 კარგი კარიერული წელი აქვს წინ. თუ ტრავმები ხელს არ შეუშლის, მის რეალურ შესაძლებლობებს აუცილებლად დავინახავთ."
აგუერო "მანჩესტერ სიტის" რიგებში უკანასკნელ მატჩს შაბათს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ჩაატარებს. ამის შემდეგ ის არგენტინაში გაემგზავრება, სადაც ლეო მესის მხარდამხარ "ალბისელესტეს" კოპა ამერიკის მოგებაში დაეხმარება. სანაკრებო თამაშების დასრულების შემდეგ კი 32 წლის თავდამსხმელი "ბლაუგრანასთან" 2-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]