ინტერვიუ მატეუს ფერნანდესთან: ვფიქრობ, კუმანს რაღაც ჩემი საწინააღმდეგო ჰქონდა
"ბარსელონას" ნახევარმცველმა მატეუს ფერნანდესმა Mundo Deportivo-სთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც ძალიან საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.
"ბარსამ" ფერნანდესის ტრანსფერი 2020 წლის იანვარში განახორციელა, მაგრამ კატალონიურმა კლუბმა ფეხბურთელი მაშინვე "ვალიადოლიდში" გაანათხოვდა. 22 წლის მოთამაშე "ბლაუგრანაში" გასული წლის ზაფხულიდან გამოდის. მან 2020/21 წლების სეზონში მონაწილეობა მხოლოდ ერთ მატჩში მიიღო და მოედანზე სულ რაღაც 17 წუთი გაატარა.
ვფიქრობ, პირადად კუმანს რაღაც ჩემი საწინააღმდეგო ჰქონდა.
კიევის "დინამოსთან" დებიუტის შემდეგ აღარასდროს მითამაშია. კუმანის ოფისში მივედი და ვუთხარი: "ცუდად ვითამაშე?" მან მიპასუხა: "არა, კარგად ითამაშე, მაგრამ სათამაშო დროს ვერ მოგცემ, ჩემს გეგმებში არ შედიხარ, მაღალი დონის არ ხარ".
ვარჯიშებზე ჩემი ბუნებრივი პოზიციისგან განსხვავებულ პოზიციებზე ვთამაშობდი - ფლანგებზე, დაცვაში. იყო დღეები, როდესაც არც კი ვვარჯიშობდი - უბრალოდ ვხურდებოდი და სესიას ვასრულებდი. გუნდურ ვარჯიშში ჩართული არ ვიყავი.
ერთი ჩატარებული მატჩი მთელ სეზონში? ჩემს თავთან კითხვები მაქვს. რატომ? არ ვიცი. თავდაპირველად ცოტა მეტი ვითამაშე. მწვრთნელმა მითხრა, რომ ბევრი შესაძლებლობა არ მექნებოდა. მხოლოდ 17 წუთი ვითამაშე და არ მესმის, რატომ.
იყო თამაშები, რომლებშიც შეიძლებოდა მონაწილეობა მიმეღო, როგორც ეს სხვა ფეხბურთელებთან მიმართებაში მოხდა. არ ვიცი, რას ფიქრობს მწვრთნელი. ჩემი აზრით, შეიძლებოდა ერთმანეთთან უფრო მეტი გვესაუბრა, მაგრამ მან ეს არ გააკეთა და არ ვიცი, რატომ არ მათამაშებს.
კუმანი ხელმძღვანელობას ესაუბრა, მაგრამ მე არ დამლაპარაკებია. ვისურვებდი იმის ცოდნას, თუ რას ფიქრობდა, რადგან მეცოდინებოდა, რა კარიერული პროექტია ჩემთან მიმართებით.
ერთ დღეს მასთან სასაუბროდ მივედი და მითხრა, რომ მის გეგმებში არ შევდიოდი, რომ წასვლა შემეძლო, თუ კარგ კლუბს მოვძებნიდი.
ახალი გუნდი ვერ ვიპოვე, რადგან ძალიან ახალგაზრდა ვარ და კლუბში ახლახან გადმოვედი. კუმანს ვუთხარი, რომ მომდევნო სეზონისთვის გუნდის მოსაძებნად ცოტა სათამაშო დრო მოეცა, მაგრამ მან არცერთი წუთი არ დამითმო. ეს ძალიან გაუგებარი იყო.
კლუბმა პრეზენტაცია არ მომიწყო? ამ საკითხს გასაგებად ვეკიდები, რადგან იგი ცუდ პერიოდს დაემთხვა. იმ დღეს, როდესაც ჩემი პრეზენტაციის დაანონსებას აპირებდნენ, მესიმ კლუბს ბიუროფაქსი გაუგზავნა.
ეს კარგი არაა, მაგრამ, შესაძლოა, მოხდეს, თუმცა, იმედი მაქვს, ასეთი რამ აღარ განმეორდება. ეს ცოტა უცნაურია და არსებობს ისეთი რაღაცები, რაც არ მესმის. იმდენივე ვიცი, რამდენიც თქვენ იცით, რადგან არ მელაპარაკებოდნენ.
კლუბში ცოტათი გამიჭირდა, რადგან იმის მოლოდინით მოვედი, რომ ფეხბურთელად და პიროვნულად განვვითარებულიყავი, მაგრამ უცნაური რამ მოხდა - საერთოდ არ მითამაშია.
შანსები არ მაქვს. ყოველთვის თამაშგარეში ვარ. ვარჯიშებზე ისეთი პოზიციებზე ვთამაშობ, რომლებიც ჩემი არაა. არ ვვარჯიშობდი, შემადგენლობის შესავსებად მხოლოდ გუნდის ნაწილი ვიყავი. თამაშების წინაა დღეებში, რომლებიც უფრო ტაქტიკას ეთმობოდა, გუნდურ ვარჯიშში მონაწილეობა მიჭირდა.
ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ეს პირადი საკითხია, რადგან კუმანი არ მელაპარაკებოდა.
არაფერი ვიცი. სეზონი დასრულდა და შვებულებაში მივდივარ, სხვა რაღაცებზე არ ვსაუბრობ. ჩემთვის ცნობილი არაფერია.
ჩემი მომავალი? არ ვიცი, რა მოხდება. კლუბს ველოდები, რომ რამე მითხრას, მითხრას, მოვიაზრები თუ არა მათ გეგმებში, რათა რაღაცის გაკეთება შევძლო.
ასევე კონტაქტი მაქვს ჩემს აგენტთან, რათა სწორი გადაწყვეტილება მივიღო, რადგან, შესაძლოა, სეზონი დაიწყოს და მითხრან, რომ მათ გეგმებში არ შევდივარ, შემდეგ კი სად წავიდე? იმედი მაქვს, კლუბთან ვისაუბრებ.
ნეტუ და არაუხო ყოველთვის მხარს მიჭერენ. მხარდაჭერას მთელი გუნდისგან ვგრძნობდი, მაგრამ უფრო ნეტუსა და არაუხოსგან, რადგან ისინი პორტუგალიურად საუბრობენ და მათთან კონტაქტი უფრო მარტივია. ასევე ვსაუბრობდი პუჩთან, ფირპოსთან. ვეტერანების უმეტესობაც მხარს მიჭერდა. ეს ჩვეულებირივი რამაა.
თუ კუმანი წავა, მექნება თუ არა დარჩენის უფრო მეტი შანსი? უთამაშებლად ერთი წელის გატარება რთულია, თუმცა ყოველთვის ვვარჯიშობდი. თავდაუზოგავად მზადებას ვაგრძელებ და შვებულებაშიც ვივარჯიშებ. თუმცა, არ ვიცი, რა მოხდება, რადგან სხვა მწვრეთნელი, შესაძლოა, მოვიდეს და მითხრას: "ერთი სეზონი არ გითამაშია და უნდა წახვიდე, რადგან არ გიცნობ".
ჩემთვის საუკეთესო ვარიანტი დარჩენაა, მაგრამ არ ვიცი, რას ფიქრობს კლუბი. თუ სათამაშო დრო არ მექნება, წავალ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]