"ნიცა" შემდეგ კვირაში ტოდიბოს გამოსყიდვას გეგმავს

"ნიცა" შემდეგ კვირაში ტოდიბოს გამოსყიდვას გეგმავს

"ნიცა" შემდეგ კვირაში "ბარსელონადან" იჯარით აყვანილი ცენტრალური მცველის, ჟან-კლერ ტოდიბოს გამოსყიდვას გეგმავს, იტყობინება Mundo Deportivo.

წყაროს ინფორმაციით, ფრანგული კლუბი 21 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ ფიქსირებულ 8.5 მილიონ ევროს და ბონუსების სახით 7 მილიონ ევროს გადაიხდის.

ტოდიბო "არწივების" ძირითადი შემადგენლობის წევრია და ისინი ფრანგის თამაშით კმაყოფილები არიან. ახალგაზრდა მცველი "ნიცას" მიმდინარე წლის თებერვალში შეუერთდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 29 მაისი 2021 21:58
    0
    არადა რო დააბრუნონ მაგრად გაასწორებს მარა ისეთები ილაპარაკა ამან ბარსაზე ააცვას სულ რო მალდინი გაიზარდოს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    პავლოვიჩი56
    სტუმარი [?]
    #1 29 მაისი 2021 15:32
    1
    ეს მაგარი ტალანტია,ოღონდ ზარმაცია...ზარმაცი.