ბაიერნი მირალემ პიანიჩით არ ინტერესდება | Sport Bild
კატალონიის "ბარსელონას" გამოცდილი ნახევარმცველის, მირალემ პიანიჩის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია.
შესაძლოა, მან გუნდი მომავალ ზაფხულში დატოვოს, რისი შანსებიც, რონალდ კუმანის დარჩენის შემთხვევაში, კიდევ უფრო გაიზრდება.
ადრე გავრცელებული ინფორმაციით, 31 წლის ფეხბურთელის შეძენით მიუნხენის "ბაიერნი" ინტერესდებოდა.
ახლა კი, Sport Bild-ის ჟურნალისტის, კრისტიან ფალკის ცნობით, პიანიჩი "რეკორდმაისტერის" გეგმებში არ შედის.
ბოსნიელ შუახაზელს, რომელიც "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში "იუვენტუსიდან" გადმოვიდა, კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]