მოიგე კამპ ნოუს საგზური - მაისის გათამაშების კითხვა
ბარსამანიაზე გათამაშების დღეც მოვიდა. დღეს გამოვავლენთ კიდევ ერთ ადამიანს, რომელიც ბარსელონას 2-კაციანი საგზურის გათამაშებაში ჩაერთვება.
გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ჩვენ საიტზე დარეგისტრირებულ ყველა მომხმარებელს, რომელიც ბოლო თვეებში წესების დარღვევისთვის დასჯილი არა ყოფილა.
დღევანდელი გათამაშების კითხვა: რომელმა გუნდმა დააკარგვინა 1993/94 წლების სეზონში ლა ლიგის ბოლო ტურში "დეპორტივოს" ქულები, რისი წყალობითაც ჩემპიონი "ბარსელონა" გახდა?
შეგახსენებთ, რომ კითხვები ისმება მხოლოდ იმ მასალებიდან, რომლებიც ჩვენ საიტზე ბოლო ერთი თვის განმავლობაში განთავსდა.
მომხმარებლებმა კითხვაზე პასუხი უნდა გაუგზავნონ საიტის ადმინისტრაციას ამ ფორმის საშუალებით. გამარჯვებული იქნება ის, ვინც კითხვას სწორ პასუხს პირველი გასცემს. ერთი მომხმარებლისგან მიიღება მხოლოდ 1 პასუხი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]