რა პოზიციაზე ითამაშებს ერიკ გარსია ბარსელონაში - 2 ვარიანტი
დღეს კატალონიის "ბარსელონამ" ერიკ გარსიას დამატების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა - "ლა მასიელი" "ბარსაში" თავისუფალი აგენტის სტატუსით დაბრუნდა და კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ახლა კი, Tribuna.com გვთავაზობს 2 ვარიანტს, თუ რა პოზიციაზე შეიძლება 20 წლის უკანახაზელმა ითამაშოს:
1 ვარიანტი - სიურპიზების გარეშე
ტერ შტეგენი; დესტი, გარსია, არაუხო, ალბა; დე იონგი, ბუსკეტსი, პედრი; მესი, აგუერო, ანსუ ფატი.
ერიკი ამპლუით ცენტრალური მცველია, შესაბამისად, კლემან ლანგლეს, ჟერარ პიკეს, ოსკარ მინგესას, სამუელ უმტიტისა და რონალდ არაუხოს თამაშის ხარისხის ფონზე, გამორიცხული არაა, მომავალ სეზონში დაცვის ცენტრალურ ზონაში არაუხო-გარსიას დუეტი ვიხილოთ.
2 ვარიანტი - დესტის ალტერნატივა?
ტერ შტეგენი; გარსია, არაუხო, ლანგლე, ალბა; დე იონგი, ბუსკეტსი, პედრი; მესი, აგუერო, გრიზმანი.
მიუხედავად იმისა, რომ კარიერის საწყისი ეტაპიდან გარსია ცენტრალური მცველია, პეპ გვარდიოლა მას "მანჩესტერ სიტიში" მარჯვენა ფლანგზეც ათამაშებდა. ამიტომაც, ერიკს შეუძლია, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნულ პოზიციაზე სერჟინიო დესტი შეცვალოს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]