ერიკ გარსიას ინტერვიუ

ერიკ გარსიას ინტერვიუ

"ბარსელონას" ახალწვეულმა, ერიკ გარსიამ, Barça TV-სთან ინტერვიუ ჩაწერა. 

ვაპირებ, რომ ამ კლუბს ყველაფერი მივცე. მოუთმენლად ველი, როდის დავიწყებ ვარჯიშს და როდის შევძლებ "კამპ ნოუზე" თამაშს. 
ყველაფერი ბარსელონაში დაიწყო და ახლა ისევ აქ ვარ. "ბარსელონაში" გავიზარდე, პირველ გუნდში თამაში კი ჩემი ოცნება იყო. ვფიქრობ, აქ ყოფნა ყველა ფეხბურთელს სურს. 
5 წლის წინ "კამპ ნოუს" ტრიბუნებზე ვიყავი და ვფიქრობდი, მომეცემოდა თუ არა ოდესმე შესაძლებლობა, თავი მინდორზე გამომეჩინა. ახლა ეს შესაძლებლობა მაქვს, რაც ფანტასტიკურია. ახლა, როცა "ბარსამ" ჩემი დაბრუნება გადაწყვიტა, მისი წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებ, რადგან ამ კლუბმაც ჩემთვის ყველაფერი გააკეთა.
"ლა მასიაში" უამრავი ტალანტია. ანსუ ფატის გვერდით თამაშის შესაძლებლობა დიდი ხნის განმავლობაში მქონდა, ახლა კი ერთმანეთს ისევ შევხვდებით. დარწმუნებული ვარ, მას შესანიშნავი კარიერა ექნება. 
აკადემიაში ბოლო თამაში კატალონიის თასზე "დამის" წინააღმდეგ ჩავატარე. მაშინ 16 წლის ვიყავი. აგვისტოში ტრავმა მივიღე, გამოსაჯანმრთელებლად კი 5 თვე დამჭირდა. 
ახლა ბევრად უფრო გამოცდილი ვარ. ჩემი მიზანია, მონაწილეობა რაც შეიძლება ბევრ თამაშში მივიღო და თანაგუნდელებს დავეხმარო. ვცდილობ, გუნდის ლიდერი ვიყო. მოედანზე ბევრს ვსაუბრობ. 
გვარდიოლას "ბარსას" ყურებით გავიზარდე, გუნდის, რომელმაც ერთ სეზონში 6 ტიტული მოიგო. დაუჯერებელი იყო, რომ ამის შემდეგ ის ჩემი მწვრთნელი გახდა. ყველაფრისთვის მადლობელი ვარ. 
მიხარია, რომ აქ ვარ და იმედი მაქვს, ბევრს მივაღწევ. მომავალზე ბევრი ფიქრი არ მიყვარს, ვცდილობ აწმყოზე ვიყო კონცენტრირებული.
ჩემი ფავორიტი მატჩი "ბარსელონას" მონაწილეობით? 5-0 მადრიდის "რეალთან". პატარა ვიყავი, მაგრამ ეს საოცარი შეგრძნება ახლაც კარგად მახსოვს. 

- თქვა კატალონიელმა მცველმა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 6 ივნისი 2021 16:02
    0
    რეალთან 5-0
    მოურინიოს როგორც მწვრთნელის დამთავრება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 6 ივნისი 2021 12:26
    2
    ხუთი თითი აჩვენე და პიკე ხარ.🖐
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 6 ივნისი 2021 12:08
    2
    რეალთან 5:0
    აშკარად პიკეს გზით მიდის, მთავარია, რომ ფეხბურთის თამაშზე უარი არ თქვა, როგორც ეს პიკემ გააკეთა