ბარსელონას დონარუმას შეძენა არასდროს სურდა - რატომ ინტერესდებოდნენ კატალონიელები იტალიელით

ბარსელონას დონარუმას შეძენა არასდროს სურდა - რატომ ინტერესდებოდნენ კატალონიელები იტალიელით

Sport-ის ინფორმაციით, კატალონიის "ბარსელონა" "მილანის" ახალგაზრდა მეკარის, ჯანლუიჯი დონარუმას შეძენას, რომელიც პსჟ-ში გადასვლასთან ახლოსაა, სერიოზულად არასდროს განიხილავდა.

აღნიშნული წყაროს ცნობით, "ლურჯ-ბროწეულიფერები" ამით, უბრალოდ, იტალიელის აგენტს, მინო რაიოლას ეხმარებოდნენ, რომ ფეხბურთელის ფასი აეწია - საბოლოოდ, "პარი სენ-ჟერმენმა" მისთვის მაღალი ხელფასის გადახდა გადაწყვიტა.

ნახსენები გამოცემის თანახმად, ამან, შესაძლოა, მომავალში "ბლაუგრანას" რაიოლას კლიენტების გაფორმებაში ხელი შეუწყოს. ცნობისთვის, ერლინგ ჰოლანდისა და მატიას დე ლიხტის წარმომადგენელი სწორედ მინოა.

გარდა ამისა, როგორც Mundo Deportivo იტყობინება, კატალონიურ გრანდს გუნდის პირველ მეკარესთან, მარკ-ანდრე ტერ შტეგენთან სიტუაციის გართულება არ სურს და გერმანელს სრულად ენდობა.

ცოტა ხნის წინ პარიზულმა კლუბმა "ბარსას" ჯორჯინიო ვეინალდუმის ტრანსფერი ჩაუშალა, დონარუმას შემთხვევაში კი, შეიძლება ითქვას, ჟოან ლაპორტამ ნასერ ალ-ხელაიფის სამაგიერო გადაუხადა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #11 9 ივნისი 2021 14:55
    1
    ეგ ამბავი,რომ სიაფანტი იყო მე მივხვდი თბილისში და დავიჯერო პსჟ პრეზიდენტი და ბორდი ვერ მიხვდა🙂 თუ ერთმა გუნდმა მეორე ბოლო წლებში იხმარა, ერთხელ მინდორზე წელს და მინდორს გარეთ რამდენჯერმე ეგ პსჟ ბარსაა. ასე რომ ამ სისულელეებით გახარება ძაან ბავშვობა მგონია. ისე არ ქნან ფატი და პედრიც აგვახიოს მაგ ხალიფამ. არ აქვს დღევანდელ ბარსელონას არც იმის ფული და არც იმის გავლენა რომ პსჟს ან ვინმეს საერთოდ ეშპილკაოს. ჯობია ლაპორტამ თავის დაპირებებს გადახედოს და გუნდს რეალურად მიხედოს. ბალასტისგან დაცალოს პირველ რიგში და ერთი ძირითადის ცენტრალური მცველი, ალბას ღირსეული კონკურენტი, შემქმნელი ნახევარმცველი და ძირითადისთვის მებრძოლი ფორვარდი დაიმატოს. სხვა მხრივ ამ თავგასიებული ჰოლანდიელის ხელში ძაან ცუდ პერსპექტივებს ვხედავ მე პირადათ. თუმცა რაიოლასთან ურთიერთობის დალაგება მართლა კარგი იქნებოდა. დელიხტი და ჰოლანდი დააკვდებოდა ამ გუნდს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 9 ივნისი 2021 13:58
    1
    "ლურჯ-ბროწეულიფერები" ამით, უბრალოდ, იტალიელის აგენტს, მინო რაიოლას ეხმარებოდნენ, რომ ფეხბურთელის ფასი აეწია - საბოლოოდ, "პარი სენ-ჟერმენმა" მისთვის მაღალი ხელფასის გადახდა გადაწყვიტა.
    ნახსენები გამოცემის თანახმად, ამან, შესაძლოა, მომავალში "ბლაუგრანას" რაიოლას კლიენტების გაფორმებაში ხელი შეუწყოს. ცნობისთვის, ერლინგ ჰოლანდისა და მატიას დე ლიხტის წარმომადგენელი სწორედ მინოა.
    და ვინმეს სჯერავს ამ ზღაპრების? რაიოლა უფასოდ იმუშავებს ბარსელონასთვის? ეგ ალბათ საკუთარ დედას უფრო გაყიდის ვიდრე ვინეს საკომისიოს გარეშე მოემსახხურება.
    MARI=BARCA-fan
    სტუმარი [?]
    #9 9 ივნისი 2021 11:17
    0
    წესით, დონარუმაც მადლობელი უნდა დარჩეს ლაპორტასი - მეტი ხელფასის მიღებაში დაეხმარა.. laughing
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 9 ივნისი 2021 02:15
    2
    აჰაჰააა ლაპორტა რა დონეა იმენა შეუსრულა შეიხს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 9 ივნისი 2021 01:39
    2
    შავტ*კა ხალიფას შეუსრულეს, 😎 ჩვენ კიდევ თითები გადავიტყავეთ დონარუმას გარშემო კომების წერით.😃
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 9 ივნისი 2021 00:55
    1
    ჰალანდი დაიდოს!!
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 8 ივნისი 2021 23:00
    1
    კუმ რო კურდღელს მოუგო გარბენი ისეთი ვარიანტი გაიჩითა😆 ლაპორტას ფული არ აქვს და კრიზისში მაგიტომაა თორე ბლატები და ჭკუა ყოველთვის აქვს😎😎😎 მიეცით შეიხს შეიხისა😂😂😂😂
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    ჯორჯ
    სტუმარი [?]
    #4 8 ივნისი 2021 22:15
    0
    ვაიმე ჩელსიმ არ იყიდოს ჰალანდი ის ჟურნალისტი ამბობს ვინც ჰავერცზე წერდა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 8 ივნისი 2021 21:36
    0
    ტიპები რას ჩალიჩობენ :დ
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 8 ივნისი 2021 21:33
    2
    ანუ გააძღო ღორი?!
    Culé [?]
    #1 8 ივნისი 2021 21:20
    3
    აუ ეს რეებს უშვრება ლაპორტა 🤣🤣 ალბათ მინომ უთხრა ასეთი ჭორები გაუშვიო. და ჩემს ფეხბურთელებთან პრობლემა არ გექნებაო 🤣🤣 მომავალსი ჰალანდი მოვა... შეიძლება დე ლიხტი წელსვე.. 🤣🤣🥰
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "