ბარსელონა ილქაი გიუნდოგანის შეძენით დაინტერესდა
"ბარსელონა" "მანჩესტერ სიტის" 30 წლის ფეხბურთელის, ილქაი გიუნდოგანის, შეძენით დაინტერესდა, იტყობინება ფაბრიციო რომანო.
ჟორჟინიო ვეინალდუმის დაკარგვის შემდეგ, კატალონიური კლუბი ახალ ნახევარმცველს ეძებს. იტალიელი ჟურნალისტის თქმით, "ბარსა" უკვე დაუკავშირდა გერმანელის აგენტს, რათა გაეგო თუ რამდენად შესაძლებელია ტრანსფერის განხორციელება. ჯერჯერობით, გიუნდოგანის თაობაზე, "ბარსელონასა" და "მანჩესტერ სიტის" შორის კონტაქტი არ შემდგარა.
აღსანიშნავია, რომ, გასულ სეზონში, 17 გოლით, გიუნდოგანი "ქალაქელთა" საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მას პეპ გვარდიოლას გუნდთან ხელშეკრულება 2023 წლამდე აქვს გაფორმებული.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]