ჟან-კლერ ტოდიბო ნიცაში გადასვლასთან ახლოსაა
21 წლის ფრანგი მცველი, ჟან-კლერ ტოდიბო, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში "ნიცას" სრულფასოვანი ფეხბურთელი გახდება.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, "ბარსელონა" და "ნიცა" მოლაპარაკებების დასრულებასთან ახლოს არიან. გასარკვევი მხოლოდ ბოლო ფინანსური დეტალები რჩება.
"ბარსა" გარიგებისგან 8.5 მილიონ ევროს მიიღებს, ასევე გათვალისწინებულია ბონუსებიც. კლუბს ტოდიბოს გამოსყიდვის უფლება არ ექნება.
კატალონიურმა კლუბმა ტოდიბო 2019 წელს, "ტულუზადან", 1 მილიონ ევროდ შეიძინა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]