როგორი იქნება ბარსელონას შემადგენლობა ჟოაუ კანსელუსა და ბერნარდუ სილვას შეძენის შემთხვევაში - 2 ვარიანტი
ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონა" და "მანჩესტერ სიტი" მეგაბარტერს ამზადებენ - კატალონიელები ჟოაუ კანსელუსა და ბერნარდუ სილვას შეძენით ინტერესდებიან, ინგლისელებს კი სერჟი რობერტოსა და უსმან დემბელეს კანდიდატურა ხიბლავთ.
ახლა კი, Tribuna.com გვთავაზობს ორ ვარიანტს, თუ როგორი იქნება "ბარსას" შემადგენლობა აღნიშნული გაცვლის განხორციელების შემთხვევაში.
ვარიანტი 1
ტერ შტეგენი; კანსელუ, გარსია, არაუხო, ალბა; ბერნარდუ სილვა, დე იონგი, პედრი; მესი, აგუერო, ანსუ ფატი.
პეპ გვარდიოლას ხელში ნახსენები პორტუგალიელები რამდენიმე პოზიციაზე თამაშობენ, "ბლაუგრანაში" გადმოსვლის შემთხვევაში კი, მოსალოდნელია, რომ ისინი ჩვეულ ამპლუას დაუბრუნდებიან: კანსელუ მარჯვენა მცველად, ხოლო ბერნარდუ - ცენტრალურ ნახევარმცველად.
ვარიანტი 2
ტერ შტეგენი; დესტი, გარსია, არაუხო, კანსელუ; პუჩი, დე იონგი, პედრი; ბერნარდუ სილვა, მესი, გრიზმანი.
რა თქმა უნდა, თუ ლეო მესიმ ცენტრში გადაინაცვლა, ბერნარდუს მარჯვენა შემტევად ხილვა გასაკვირი ნამდვილად არ იქნება.
რაც შეეხება ჟოაუს, მიუხედავად იმისა, რომ კანსელუ მემარჯვენეა, მას ორივე ფლანგზე კარგად თამაში შეუძლია. შესაბამისად, ჟორდი ალბას არყოფნაში, შესაძლოა, პორტუგალიელმა მარცხენა მცველის როლი მოირგოს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]