ბარსელონა ალექს გრიმალდოს დაბრუნებაზე დაფიქრდა | Diario AS
Diario AS-ის ინფორმაციით, კატალონიის "ბარსელონა" ლისაბონის "ბენფიკას" 25 წლის მარცხენა მცველის, ალექს გრიმალდოს შეძენაზე ფიქრობს.
როგორც წყარო იტყობინება, "ბარსას" თავკაცს რონალდ კუმანსა და მის სამწვრთნელო შტაბს "ლა მასიელის" თამაში მოსწონთ. გარდა ამისა, ყოფილ კლუბში დაბრუნება, შესაძლოა, თავად ესპანელსაც სურდეს.
აღნიშნული გამოცემის ცნობით, პორტუგალიელები ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ, რომელსაც ამჟამინდელი კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს გაფორმებული, 20 მილიონ ევროს ითხოვენ.
გრიმალდო "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში 2008 წელს ჩაირიცხა, გუნდი კი 2015 წელს დატოვა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]