პეპ გვარდიოლა მატჩის წინ
პეპ გვარდიოლამ გამართა მატჩისწინა პრეს–კონფერენცია, სადაც აღნიშნა, რომ ძალიან ღელავდა თამაშზე. იგია სევე ღელავდა ხალხზე, რომლებიც ძალიან აგზნებულნი იქნებოდნენ მატჩის წინ. "კულეებს" სურთ მათი გუნდის 1/2 ფინალში ხილვა.
"ხალხი ბევრს არ საუბრობს "შახტარზე", მაგრამ თვლიან, რომ ლიგა უკვე მორჩა". გვარდიოლა კი სულაც არ ფიქრობს ასე. იგი ძალიან ღელავს და თვლის, რომ ურთულესი მატჩი იქნება გასამართი: "ცუდი წინათგრძნობა მაქ". პეპი ხვდება, რომ ხალხი უკვე გამარჯვებას ზეიმობს, მიუხედავად იმისა, რომ გუნდს წარმატებისთვის ჯერ არ მიუღწევია.
"ჩვენ ჯერ კიდევ უნდა ვიბრძოლოთ"
გვარდიოლა ენდობა თავის ბიჭებს: " მე მჯერა საკუთარი გუნდის. ჩვენ ჯერ არაფერი მოგვიგია და არცერთი გუნდი არ დაგვითმობს არაფერს. ჩვენ უნდა ვიასპარეზოთ კარგად, თორემ ძალიან გაგვირთულდება საქმე. მე ბიჭებს ვუთხარი, რომ მაქსიმალურად დაიხარჯონ მოედანზე, რადგანაც აქ თუ არ იქნება დადებითი შედეგი, დონეცკში გამარჯვების მოპოვება ურთულესი ამოცანა იქნება. თუ ჩვენ მოვდუნდებით, მაშინ "შახტარისთვის" ყველაფერი იოლი იქნება".
გვარდიოლას 4 შეხვედრა "შახტართან"
ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა, როცა "ბარსა" და "შახტარი" ერთმანეთს უპირისპირდებიან. პირველად გუნდები ერთმანეთს 2008–2009 წელს, ჩმეპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ. მეორე შეხვერდრა 2009 წლის აგვისტოში, ევროპის სუპერ თასზე გაიმართა. ხოლო ბოლო თამაშზე, რომელიც მონაკოში გაიმართა და გვარდიოლამ ბევრჯერ უყურა ამის ჩანაწერს, მან განაცხადა: "ჩვენ დამსახურებულად გავიმარჯვეთ".
საფრთხე უცნობია
"ბარსელონას" თავკაცმა უდიდესი პატივისცემა გამოხატა ლუჩესკუს მიმართ: "ისინი ძალიან ძლიერი ოპონენტები არიან, დღითიდღე განიცდიან პროგრესს. მშვენიერი გუნდია, "სუპერ გუნდი", აგრესიულები არიან, დაცვაში შესანიშნავად ასპარეზობენ და დაუღალავი ენერგიის პატრონები არიან. ისინი თავიანთი კარგი თამაშის ხარჯზე გავიდნენ 1/4 ფინალში, მოუგეს "რომას" ორივე შეხვედრა და ჯგუფურ ეტაპზე "არსენალს" გაუსწრეს". გვარდიოლამ კომენტარი გააკეთა დმიტრო ჩიგრინსკიზეც: "ხალხი დიმას ძალიან ცუდი მხრიდან უყურებდა, მაგრამ ის შესანიშნავი მცველია".
ფანების მოვალეობა
გვარდიოლამ მიმართა ფანებსაც: "ჩვენ ვერ წავალთ შორს, თუ არ გვექნება თქვენი დახმარება. მხოლოდ იმ შემთხვევაში მოვიგებთ ასეთ დიდ ტურნირებს, თუ ბოლომდე მხარში ამოგვიდგებით. ფეხბურთელები უფრო თავისუფლად თამაშობენ, როდესაც გრძნობენ თავიანთი ფანების მხარდაჭერას. როდესაც სტადიონი სავსეა, ჩვენ ორმაგად უფრო ძლიერნი ვართ, დიდი ინტენსივობით ვუტევთ". დაასრულა ხოსეფ გვარდიოლამ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]