ბრაზილიამ ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა

ბრაზილიამ ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა

ბრაზილიის ნაკრები ისევ შეუჩერებელია. ტიტეს გუნდს კოპა ამერიკის ჯგუფის მოსაგებად მხოლოდ 3 თამაში დაჭირდა.

"სელესაო" მე-3 შეხვედრაში კოლუმბიას დაუპირისპირდა და 3 ქულა აიღო, თუმცა წინა 2 შემთხვევისგან განსხვავებით გაჭირვებით. ბრაზილიელები მე-10 წუთიდან მოყოლებული აგებდნენ. მათ 78-ე წუთზე ფირმინოს გოლით გაათანაბრეს, მსაჯის მიერ დამატებულ მე-10 წუთზე კი გამარჯვების გოლი კაზემირომ გაიტანა.

არბიტრს ამდენი დროის დამატება იმის გამო მოუხდა, რომ ბრაზილიელთა პირველ გოლს დიდი ხნის განმავლობაში განიხილავდნენ. საქმე ისაა, რომ შეტევის დროს ბურთი მსაჯს მოხვდა და მიმართულება მნიშვნელოვნად შეიცვალა. ამ დროს თამაში აუცილებლად ჩერდება, მაგრამ ამ შემთხვევაში ასე არ მოხდა და გოლი ჩაითვალა.

"ბარსელონას" ბრაზილიელი მარჯვენა მცველი ემერსონი მთელი შეხვედრის განმავლობაში სათადარიგო იყო.

ბრაზილიამ ჯგუფი მოიგო, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ არგენტინაც იმავეს გააკეთებს, ეს გუნდები ერთმანეთს ფინალამდე ვერ შეხვდებიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 24 ივნისი 2021 17:10
    1
    ექტორ პიტანამ ასისტი მიითვალა, გადით, მომწყდიტ თავიდან, ფინალამდე იქნება სხვამ გაგადოთ და თუ იქ შევხვდით, მერე გიტირებთ ყოფასო smiley smiley
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 24 ივნისი 2021 12:19
    1
    ეს ბრაზილია ამერიკის კონტინენტზეა შეუჩერებელი, სუსტი გუნდების ფონზე, თორემ ევროპაში მაუგლი არ დაახატოს ვინმეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 24 ივნისი 2021 12:11
    1
    ლეომ გაიპარსოს ფინალის წინ და მერე ნეიმარებსაც ამოიდებს იღლიაში ფირმინოებსაც.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    GiorgiGabe99
    სტუმარი [?]
    #4 24 ივნისი 2021 10:30
    0
    ციტატა: M10 S9 D11
    ციტატა: GiorgiGabe99
    ესენი ისეთ ხოდზე არიან არ გამოვრიცხავ რო ზედიზედ მეორედ მოიგონ კოპა

    რა ხოდზე არიან დრგრადირებული კოლუმბია და ჭ კლასის ნაკრებები იქით ჩილე არგენტინა ურუგვაი პარაგვაი დააწყვიტეს ერთმანეთს

    ვნახოთ ვნახოთ წინასწარ მაინც ვერ ვიძახი გინდა თუ არა მოიგებს თქო. უბრალოდ არ გამიკვირდება თუ მოიგებენ მითუმეტეს ბრაზილიაში ტარდება და უფრო დიდი შანსი აქვთ მოგების
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 24 ივნისი 2021 10:24
    0
    ციტატა: GiorgiGabe99
    ესენი ისეთ ხოდზე არიან არ გამოვრიცხავ რო ზედიზედ მეორედ მოიგონ კოპა

    რა ხოდზე არიან დრგრადირებული კოლუმბია და ჭ კლასის ნაკრებები იქით ჩილე არგენტინა ურუგვაი პარაგვაი დააწყვიტეს ერთმანეთს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 24 ივნისი 2021 09:55
    1
    კოპას რატომღაც მგონია ბრაზილია მოიგებს.
    GiorgiGabe99
    სტუმარი [?]
    #1 24 ივნისი 2021 09:54
    1
    ესენი ისეთ ხოდზე არიან არ გამოვრიცხავ რო ზედიზედ მეორედ მოიგონ კოპა