თომას ტუხელს მარკოს ალონსოს შენარჩუნება სურს
ლონდონის "ჩელსის" მარცხენა მცველი, მარკოს ალონსო, სავარაუდოდ, "პენსიონერთა" რიგებში დარჩება.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ 30 წლის ფეხბურთელით "ბარსელონაა" დაინტერესებული, "ჩელსის" მთავარ მწვრთნელს, თომას ტუხელს არ სურს, რომ ესპანელმა გუნდი დატოვოს და მის ნებისმიერ ფასად შენარჩუნებას შეეცდება.
წყაროს ცნობით, ალონსო ძირითადი შემადგენლობის წევრად არ მოიაზრება, მაგრამ მას თავისი უნივერსალურობის გამო აფასებენ. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ალონსო მადრიდის "რეალის" აღზრდილია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]