სერჟი რობერტოსა და ინტერს შორის შეხვედრა შედგა | MD
კატალონიის "ბარსელონას" უნივერსალის, სერჟი რობერტოს მომავალი, ჯერჯერობით, ბუნდოვანია - მის კონტრაქტთან ან გუნდიდან წასვლასთან დაკავშირებით ზუსტი ცნობა არ არსებობს.
ახლა კი, Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, 29 წლის ფეხბურთელს მილანის "ინტერთან" აკავშირებენ - მხარეებს შორის შეხვედრა უკვე შედგა.
იტალიაში თამაშმა, შესაძლოა, ესპანელიც მოხიბლოს, ვინაიდან, აპენინის კუნძულზე გადასახადი უფრო ნაკლებია და ასევე, ეკონომიკური საკითხიც უმჯობესია.
ზემოაღნიშნული წყაროს თანახმად, "ბარსამ" გამოცდილი მოთამაშე ტრანსფერზე დააყენა, თუმცა მისი უფასოდ გაშვება არ სურს. ამასთან, კლუბმა სერჟის 1-წლიანი ხელშეკრულება შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო.
"ლურჯ-ბროწეულისფერები" მის სანაცვლოდ 20 მილიონი ევროს მიღებას ან რომელიმე ფეხბურთელის ბარტერში ჩართვას იმედოვნებენ, თუმცა ეს პროცესი მარტივი არ იქნება.
როგორც კატალონიური გამოცემა იტყობინება, მორიგი წინადადება 2-წლიანი კონტრაქტია (შემცირებული ხელფასით), მაგრამ ამ დროისთვის დამატებითი დეტალები ცნობილი არაა.
რობერტოს ამჟამინდელი ხელშეკრულება მომავალი წლის 30 ივნისს იწურება.
აღსანიშნავია, რომ TV3 ტრანსფერის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და იუწყება, რომ არც მოთამაშესა და არც მის აგენტებს "ნერაძურისთან" კონტაქტი არ ჰქონიათ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]