სერხიო ბუსკეტსი 2022 წელს აშშ-ში თამაშს განიხილავს
"ბარსელონას" საყრდენმა ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა მომავალ წელს, შესაძლოა, კატალონიური კლუბი დატოვოს.
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 32 წლის ესპანელი ფეხბურთელი 2022 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში თამაშს განიხილავს. ამჟამინდელ ვითარებას რაც შეეხება, სავარაუდოდ ის ხელფასის 50%-ით შემცირებას დასთანხმდება და უახლოეს კვირებში კატალონიურ კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს.
ბუსკეტსმა "ბარსელონას" მაისურით 629 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 15 გოლი და გააკეთა 40 შედეგიანი გადაცემა. მისი ამჟამინდელი კონტრაქტი "ლურჯ-ბროწეულისფერებთან" 2023 წლამდე მოქმედებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]