მარტინ ბრეითუეიტის დანია ნახევარფინალშია
ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე მე-3 მეოთხედფინალური შეხვედრა დასრულდა. დანიელთა თავგადასავალი ევრო 2020-ზე გრძელდება.
მარტინ ბრეითუეტის გუნდმა ჩეხები ანგარიშით 2-1 დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
მატჩში ანგარიში თომას დილეინიმ გახსნა, "ვიკინგებმა" კასპერ დოლბერგის გოლით სხვაობა პირველივე ტაიმში გაზარდეს. მეორე ნახევარში ერთადერთი გოლი ვიხილეთ, რომელიც პატრიკ შიკმა შეაგდო. ჩეხები მეტს ვერაფერს გახდნენ და ევრო 2020-ს მეოთხედფინალიდან დაემშვიდობნენ.
მარტინმა კვლავინდებურად მატჩი სრულად ჩაატარა.
ბოლო ნახევარფინალისტი და დანიის მომდევნო მეტოქე უკრაინისა და ინგლისის შეხვედრაში გაირკვევა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]