სერხიო ბუსკეტსის კომენტარი იტალიასთან მატჩის წინ
"ბარსელონას" 32 წლის ნახევარმცველი, სერხიო ბუსკეტსი, Cadena COPE-სთან ევრო 2020-ის ნახევარფინალური მატჩის შესახებ საუბრობს.
იტალიის ნაკრები
ფავორიტის სტატუსი არ მომწონს. შანსები 50/50-ზეა. თუ იტალიელებს სურთ, შეუძლიათ ფავორიტის სტატუსი მათ ჰქონდეთ.
ჩვენმა ნაკრებმა რესტრუქტურიზაცია განიცადა. ახალგაზრდული გუნდი გვყავს, ჩვენი შესაძლებლობების, მწვრთნელისა და მისი იდეების გვჯერა. აქამდე სწორედ ამან მოგვიყვანა, მთავარ ძალას წარმატების რწმენა წარმოადგენს.

გაფუჭებული პენალტი
პირველი პენალტის შესრულება მსურდა, მწვრთნელიც დათანხმდა. თერთმეტმეტრიანებზე ვივარჯიშეთ. საჭიროების შემთხვევაში, პენალტს იტალიასთანაც დავარტყამ, ჩემს თავში დარწმუნებული ვარ.
მატჩი ხვალ, თბილისის დროით, 23:00 საათზე დაიწყება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]