ფილიპე კოუტინიო ბარსელონაში ამ კვირაში დაბრუნდება
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსელონას" ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო კატალონიის დედაქალაქში მიმდინარე კვირაში ჩაფრინდება.
ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მუხლის მძიმე ტრავმა 29 დეკემბერს მიიღო, რის გამოც მას 3 ოპერაციის გაკეთება დასჭირდა. კოუტინიომ ბოლო ოპერაცია ბრაზილიაში გაიკეთა და იგი ამ დრომდე სამშობლოში იმყოფება.
MD-ს ცნობით, ფილიპე ბარსელონაში ამ კვირაში დაბრუნდება და ახალი სეზონის დაწყებამდე სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
კოუტინიოს მომავალი, ჯერჯერობით, ბურუსითაა მოცული. წყაროს ინფორმაციით, 29 წლის მოთამაშის აგენტი პრემიერ ლიგის კულბებთან მოლაპარაკებებს აგრძელებს, მაგრამ ფეხბურთელის ამჟამინდელი ხელფასის გადახდა არავის უნდა. კოუტინიოს იჯარით აყვანით დაინტერესებულია "მილანი", თუმცა ბრაზილიელის პრიორიტეტი ინგლისში დაბრუნებაა, სადაც მან კარიერის საუკეთესო წლები გაატარა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]