ოფიციალურად: მატეუს ფერნანდესი კარიერას პალმეირასში გააგრძელებს

ოფიციალურად: მატეუს ფერნანდესი კარიერას პალმეირასში გააგრძელებს

ოფიციალურად დადასტურდა, რომ მატეუს ფერნანდესი, რომელსაც "ბარსელონამ" რამდენიმე კვირის წინ კონტრაქტი გაუწყვიტა, კარიერას "პალმეირასში" გააგრძელებს.

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ახალ გუნდთან კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა.

23 წლის ნახევარმცველი "ბლაუგრანამ" 2020 წელს სწორედ "პალმეირასიდან" შეიძინა, თუმცა მალევე "ვალიადოლიდში" გაანათხოვრა, მიმდინარე ზაფხულში კი, ხელშეკრულებაც გაუწყვიტა. ამის გამო, ფერნანდესმა, შესაძლოა, "ბარსას" უჩივლოს კიდეც.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 10 ივლისი 2021 13:52
    0
    უჩივლოს? არა მგონია...
    ყოფილ გუნდში დააბრუნეს, კონტრაქტს მოაწერა ხელი და ჩანს,რომ მშვიდობიანად მოგვარდნენ
    უგუნდოდ არაა და შემოთავაზების მიღება კიდევ შეუძლია, მთავარია ითამაშოს
    რატომ უნდა მოგინდეს სასამართლოებში სირბილი, როცა იცი, რომ იმიჯს დაგიზიანებს?
    ნაბ*****რ ადვოკატებს რომ საქმე მისცე და ფული აკეთებინო?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 10 ივლისი 2021 13:16
    0
    ან რატო იყიდეს ან რაღაზე გააგდეს
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    [?]
    #1 10 ივლისი 2021 11:40
    1
    იჯარით რატო არ გაუშვეს პალმეირასში? ან 1 მილიონად. ეხლა რო ამოსდებს ლაპორტას ფულს მერე ნახეთ