მორიბას წარმომადგენლებმა ხელმძღვანელობასთან შეხვედრა მოითხოვეს

მორიბას წარმომადგენლებმა ხელმძღვანელობასთან შეხვედრა მოითხოვეს

"ბარსელონას" ახალგაზრდა ნახევარმცველის, ილაიშ მორიბას წარმომადგენლებმა კლუბის ხელმძღვანელობასთან კვირის ბოლომდე შეხვედრა მოითხოვეს. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

ფეხბურთელი ხელშეკრულების გაფორმებამდე წინასასეზონო მომზადებას სარეზერვო გუნდთან ერთად გაივლის, რაც მის ინტერესებში არ შედის. MD-ის ცნობით, სწორედ ამიტომ, 18 წლის ნახევარმცველის აგენტებს სურთ, რომ ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამართონ.

წყარო იტყობინება, რომ ილაიშის წარმომადგენლები "ბარსას" ოფისში ერთხელ იყვნენ და კლუბის შეთავაზება ელექტრონული ფოსტის საშუალებით უარყვეს, ამასთან, მათ არანაირი მოთხოვნა არ გაუჟღერებიათ. თუმცა ახლა ისინი ახალი წინადადებების მოსასმენად მზად არიან.

მორიბა გასულ სეზონში პირველ გუნდში რონალდ კუმანმა დააწინაურა. "ბლაუგრანა" მასზე დიდ იმედებს ამყარებს.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 13 ივლისი 2021 21:14
    1
    რამდენს ბლატაობს ბიჭო ეს ამოსცხეთ წიხლი და გაასხმევიბეთ არ გადაისხეს ბიჭო თავზეამ ზანგებმა?!
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 13 ივლისი 2021 16:54
    2
    და ეს რო ამდენი ბლატავისთვის პროსტო გააგდონ არ მოსულა? ამის ხნისა ლეო პირველ გუნდს აწიოკებდა და უკვე ოქროს ბურთის ნომინანტებში იყო, ამას ჯერ რა აქვს გაკეთებული ამ შიბაქს.
    [?]
    #1 13 ივლისი 2021 16:25
    3
    ხოდა გახანგრძლივდეს და იქნება ბარსას 1 გუნდის წევრი ან წავიდეს პსჟ ში ჩავი სიმონსთან და აგოროს ბურთი დუბლებში კიდე 2 წელი