"ბარსელონა" რობერტოს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს | MD

"ბარსელონა" რობერტოს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს | MD

"ბარსელონას" ესპანელი ნახევარმცველის, სერჟი რობერტოს მომავალი გადაწყვეტილია. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსა" ფეხბურთელს კონტრაქტის 2024 წლამდე გახანგრძლივებას სთავაზობს. ცნობილია, რომ მოთამაშის პრიორიტეტიც გუნდში დარჩენაა.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში 29 წლის შუახაზელის წასვლაზე ბევრი იწერებოდა, კლუბის ხელმძღვანელობამ და რონალდ კუმანმა მისი დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. მიზეზი რობერტოს უნივერსალიზმია. ნიდერლანდელ სპეციალისტს სჯერა, რომ ესპანელი სხვადასხვა პოზიციაზე უპრობლემოდ ითამაშებს. 

როგორც წყარო გვამცნობს, ფეხბურთელის წარმომადგენლები და ხელმძღვანელობა, კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ერთად, ხელფასის შემცირების საკითხზეც მოილაპარაკებენ. 

რობერტოს მიმდინარე ხელშეკრულების ვადა 2022 წლის ივნისში იწურება. სერჟი "ბარსელონას" აღზრდილია და პირველ გუნდში დებიუტი 2010 წელს ჰქონდა. ახლა ის "ბარსას" ერთ-ერთი კაპიტანია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 15 ივლისი 2021 10:30
    0
    მშვენიერი..... barca-6
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 14 ივლისი 2021 18:25
    1
    ორი მარჯვენა მცველი გვყავს საულიც თუ მოიყვანეს ამის ადგილი ვაფშე აღარ იქნება და მოაშორეთ გაყიდეთ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #4 14 ივლისი 2021 17:57
    1
    ორი მარჯვენა მცველი გვყავს უკვე და ამის საცოდავობა აღარ მანახოთ გთხოვთ
    [?]
    #3 14 ივლისი 2021 15:58
    2
    სხვადასხვა პოზიციაზე უპრობლემოდ ითამაშებს - ეგრე ლენგლეც უპრობლემოთ ითამაშებს ყველგან, ცენტრფორვარდად თუ გარემარბად. მთავარია როგორ ითამაშებს თორე.. ჭ კლასია რობერტო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 14 ივლისი 2021 15:32
    1
    ეუ სად დაგვერხა.რაის რობერტო და გახანგრძივება,კარგით რა ეს არ დავინახო მოედანზე გასული.აღარ შემიძლია ამის საცოდაობის ყურება.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #1 14 ივლისი 2021 15:13
    1
    არაფერში არ ადგება ეგ უნივერსალიზმი ბარსას,პირიქით აზარალებს რიგ შემთხვევებში.რატომ ევასებათ ბარსაში ეს ფეხბურთელი ვერ ვხვდები