გრიზმანი-საულის გაცვლის შესახებ მოლაპარაკებები წინ მიიწევს

გრიზმანი-საულის გაცვლის შესახებ მოლაპარაკებები წინ მიიწევს

"ბარსელონა" და მადრიდის "ატლეტიკო" ანტუან გრიზმანისა და საულ ნიგესის გაცვლის შესახებ მოლაპარაკებებში წინ მიიწეევენ. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

კატალონიური გამოცემის თანახმად, გუნდები შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად არიან განწყობილნი, რასაც ის ფაქტი უწყობს ხელს, რომ გაცვლის წინააღმდეგნი არც თავად ფეხბურთელები არიან.

აღნიშნული გარიგება რომ ორივე კლუბისთვის მომგებიანია, არაერთხელ აღინიშნა - "ბლაუგრანა" ხელში საკმაოდ მაღალი დონის, მრავალმხრივ ნახევარმცველს ჩაიგდებს, ამასთან სახელფასო ფონდს შეამცირებს, "ატლეტიკოს" კი თავდამსხმელი სურს და გრიზმანის დაბრუნება გუნდისთვის იდეალური ვარიანტი იქნება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.