ატლეტიკო მშვიდადაა, ბარსა კი - ჩქარობს
გუშინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, "ბარსელონასა" და "ატლეტიკოს" შორის ანტუან გრიზმანისა და საულ ნიგესის გაცვლის შესახებ მოლაპარაკებები შეჩერებულია. თუმცა მადრიდელებს ეს დიდად არ აწუხებთ.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "როხიბლანკოს" ტრანსფერის განხორციელება სურს, თუმცა ამისთვის განსაკუთრებულს არაფერს გააკეთებს, რადგან გრიზმანის შეძენის აუცილებლობა არ არსებობს.
"ბლაუგრანას" შემთხვევა კი რადიკალურად განსხვავებულია - კატალონიურ კლუბს სახელფასო ფონდი აქვს შესამცირებელი და გრიზმანის გაშვება, რაც შეიძლება, მალე სურს.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, "ატლეტიკოსგან" რაიმე სახის დათმობაზე წასვლა ნაკლებად მოსალოდნელია, შესაბამისად, რთულ სიტუაციაში კვლავ "ბარსელონაა".
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]