ბარსას ხელმძღვანელობა სერხიო ბუსკეტსსა და სერჟი რობერტოს შეხვდება
"ბარსელონას" ხელმძღვანელობა გუნდის კაპიტნებთან, სერხიო ბუსკეტსთან და სერჟი რობერტოსთან შეხვედრას აპირებს.
Mundo Deportivo-ს ჟურნალისტის, გაბრიელ სანსის ცნობით, "ბარსა" მომდევნო კვირაში ბუსკეტსთან და რობერტოსთან შეხვედრას გამართავს, მაგრამ ჯერჯერობით ცნობილი არაა ზუსტი დრო, თუ როდის დაიწყება მოლაპარაკებები ხელფასების შემცირებასთან დაკავშირებით.
იმავე წყაროს ინფორმაციით, კატალონიური კლუბი ასევე კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით უსმან დემბელეს აგენტებს შეხვდება. "ბლაუგრანას" ფრანგი შემტევის პოზიციის გაგება სურს. თუ დემბელე ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე უარს იტყვის, იგი მომდევნო სეზონს ტრიბუნებზე გაატარებს.
იგივე წყარო იტყობინება, რომ ორშაბათიდან ილაიშ მორიბას, მირალემ პიანიჩისა და სამუელ უმტიტის წარმომადგენლებთან შეხვედრებიც იგეგმება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]